logo_geo
„იმედი“, „GDS“ და „მაესტრო“ ინა გუდავაძის ინიციატივით ერთიანდება“ - გია გაჩეჩილაძის განცხადება
- +

3 იანვარი. 2017. 13:57


ტელეკომპანია „მაესტროს" 55%­-იანი წილის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის თქმით, ახალი მედია-ჰოლდინგის შექმნის მიზანი საქართველოში მედიის განვითარება და არსებული სიტუაციის დალაგებაა. გაჩეჩილაძის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება.


„იმედი", „GDS" და „მაესტრო" ინა გუდავაძის ინიციატივით ერთიანდება. საერთოდ კი ეს ყველას ინიციატივაა, ვისაც უნდა საქართველოში მედიის განვითარება და დალაგება. დღეს მედიას ძალიან უჭირს, ხვალ და ზეგ ხელფასები როგორ უნდა დაარიგონ კომპანიებმა, იმას ფიქრობენ. ტელევიზიების შენახვა ძალიან ძნელია, აღარ ვლაპარაკობ მოგებაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და კარგი ქნა ქალბატონმა გუდავაძემ, რომ ითავა. დამოუკიდებელი ქალბატონი ბრძანდება, დამოუკიდებელი საშუალებები ვართ და აქ სახელისუფლებო ტელევიზიები არაფერ შუაშია", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


რაც შეეხება ტელევიზიების მაუწყებლობის ფორმატს, გაჩეჩილაძის განცხადების, ამის შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდება.

 

„კონკრეტულად როგორ გადანაწილდება და რა ფორმატის იქნება ეს ტელევიზიები, ამას შემდგომში გაგაგებინებთ. კონკრეტულად ახლა საინფორმაციო იქნება თუ საზოგადოებრივ­შემეცნებითი, ამას ნახავს მაყურებელი. ყოველ შემთხვევაში, ვაპირებთ ძალიან რეიტინგული ტელევიზიების გაკეთებას. მე მგონი, რომ ძალიან კარგი წამოწყებაა მისი მხრიდან", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი