logo_geo
თამრიკო ჭოხონელიძე: ყველა მშობელმა თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის შვილზე...
- +

12 ივნისი. 2018. 01:30

 

გომბორის გზაზე ექსკურსიისთვის დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი სავალი გზიდან ხევში გადავარდა. მასში თბილისის 175-ე სკოლის (მუხიანში მდებარე) მოსწავლეები და მათი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ... მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. დანარჩენი სამი გარდაცვლილი ქალია. ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა... საზოგადოებისთვის ცნობილ ქალბატონებს ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვეთ აზრის გამოთქმა... მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე:

 

„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მთელ სკოლას, ჩემგან უდიდესი სამძიმარი მინდა გადავცე... ბავშვებს საშინელი ტრაგედია დაატყდათ თავს. თანატოლი დაკარგეს. საშინელებაა, ამ ასაკში რომ მეგობარი გარდაგეცვლება და მითუმეტეს ზოგიერთ მათგანს მშობლები დაეღუპა...

 

ეს ყველაფერი მაინც შემთხვევის ბრალი მგონია და ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ექსკურსიები. წინასწარ არის პედაგოგებისგან და მშობლებისგან ყველაფერი გასაკონტროლებელი, რომ ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს! ის, რომ ექსკურსია არ ჩატარდეს, აბა საიდან უნდა მივცეთ ბავშვებს ინფორმაცია? ისედაც ერთმანეთის დაპირისპირების და ზიზღის მეტს ვერაფერს ხედავენ ტელევიზიით. ცუდი რა არის იმაში, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე მეტი იცოდნენ? მოხდა უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კატეგორიული ვერ ვიქნები, რომ საერთოდ ავკრძალოთ ექსკურსიები-თქო... ჩემს შვილებს ყოველთვის ვუშვებდი ექსკურსიაზე, მაგრამ თავად დავყვებოდი. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, როდესაც ბავშვებს ორიოდე მშობელი და ერთი პედაგოგი მიჰყვება. ისეთი ასაკი აქვთ, აუცილებელია დედა გვერდით ჰყავდეთ... საკუთარი თვალით მინახავს ბავშვი, რომელზეც მიფიქრია, როგორ შეიძლება ახლა ამას ვინმე გვერდით არ ჰყავდეს-მეთქი. ყველა მშობელმა თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის შვილზე...“

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი