logo_geo
დეკანოზი დავითი: ეს არ უნდა დავუშვათ!
- +

12 ივნისი. 2018. 13:08

 

 

„საზოგადოება, რომელიც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მივიდა, მეორე დღიდანვე ისმენს პოლიტიკურ განცხადებებს მთავრობის შეცვლასთან და ხელისუფლების ჩამოშლასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზ დავით ისაკაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„იძულებული გავხდი, ამასთან დაკავშირებით მექადაგა, მრევლისთვის რევოლუციაზე უარის სათქმელად და სიმშვიდისკენ მომეწოდებინა, რადგან საქართველო რევოლუციას და ფაშიზმის დაბრუნებას ვეღარ გადაიტანს!

 

ნუ დაგვავიწყდება ის 9-წლიანი რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ფორმით შეეხო. ეს იყო უდიდესი განსაცდელი, რაც ქართველ ერს ოდესმე გადაუტანია. ის პირები, რომლებიც დღეს დედაქალაქის ცენტრში ფარისევლურ ლოზუნგებს აფრიალებენ, რეალურად ფაშისტები არიან, რომლებსაც რეჟიმის დანაშაულების გამო არც პასუხი უგიათ და არც მოუნანიებიათ! ისინი შვილმოკლული მამის უბედურებას ეფარებიან, წინა აქციაზეც აქტიურობდნენ და პარლამენტთან ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. ეს არის საქართველოში ფერადი რევოლუციის მზაკვრულად გათამაშების მცდელობა, რაც არ უნდა დავუშვათ!“ - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი