logo_geo
გია ხუხაშვილი: სააკაშვილის ოცნებებს ახდენა არ უწერია!
- +

12 ივნისი. 2018. 17:14

 

 

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ არეულობისა და ქაოსის გამოწვევას ცდილობს.

 

„სააკაშვილმა და მის ორბიტაზე მოძრავმა პარტიებმა რა სცენარებიც უნდა განიხილონ ამსტერდამში თუ ევროპის სხვა ქალაქებში გამართულ შეხვედრაზე, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კარგად იცის, რომ საარჩევნო პერსპექტივა მას არ აქვს, შესაბამისად, რევანშის სცენარი არეულობისა და ქაოსის გამოწვევაზე გადის. თუმცა, სააკაშვილის ოცნებებს ახდენა არ უწერია! მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს და მოვლენების განვითარება დიდწილად მის ქმედებებზეც არის დამოკიდებული“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი