logo_geo
მთვარისა ნავერიანი ბაია პატარაიას: სამარცხვინოა, ქალბატონო „ქალთა უფლებადამცველო“!
- +

12 ივნისი. 2018. 18:07

 

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 31 მაისს, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად მთავარ პროკურატურასთან გამართულ მიტინგზე მყოფ გაზეთ „ქვემო ქართლის“ ყოფილ მთავარ რედაქტორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ასეთი რაღაცები მიტინგებზე ხდება და ნიკა გვარამიას ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

 

მთვარისა ნავერიანი ბაია პატარაიას აღნიშნულ განცხადებას გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა.

 

„ბაია პატარაია ქალთა კი არა, ნიკა გვარამიას დამცველია! პოლიციამ, პროკურატურამ, სახალხო დამცველის აპარატმა ნიკა გვარამიას ქმედებაში დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინეს და ბაია პატარაიამ - ვერა?! სამარცხვინოა, ქალბატონო „ქალთა უფლებადამცველო“!

 

იქნებ, ბაია პატარაიამ არც ის იცის, რომ ნიკა გვარამია და მისი „კუდები“ დღემდე მაყენებენ შეურაცხყოფას და „სუს-ის აგენტად“ მნათლავენ?!

 

ძალიან ამაზრზენია, როდესაც ეს გარეწარი გვარამია პირდაპირ წერს და თავს იმართლებს სოციალურ ქსელებში - ნავერიანი სუს-ის აგენტია, სუს-ის აგენტს კი სქესი არ აქვსო! თურმე, მე სქესი არ მქონია! და ამას შევარჩენ გვარამიას?!“ - განაცხადა მთვარისა ნავერიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი