logo_geo
რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში - ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე
- +

12 ივნისი. 2018. 22:51

 

 

ხი­ლის მი­ღე­ბა რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნქციონი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სეზონურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იმა­ზე, თუ რო­მე­ლი რო­გორ და რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მივიღოთ ზამ­თარ­ში, რომ ორ­გა­ნიზ­მში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი. ამას­თან, რო­გო­რი უნდა იყოს ჯან­სა­ღი ხილი, რო­მელ­საც ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვირ­თმევთ.

გვე­სა­უბ­რე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, საქართვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ქე­თე­ვან ასა­თი­­ნი:

 

- რა ხილი უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თრის სე­ზონ­ზე?

 

- წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტი. ზამ­თარ­ში იმუ­ნი­ტე­ტი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის რის­კი მა­ღა­ლია, ამი­ტომ ხი­ლის შერ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭოთ ისეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც საკმაო რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს C ვი­ტა­მინს. სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ მან­და­რი­ნი, ფორთოხალი, კივი, კომ­ში, ბრო­წე­უ­ლი, ლი­მო­ნი, ვაშ­ლი, ფე­ი­ხოა, ხურ­მა, მსხა­ლი, გრეიფრუ­ტი.

 

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ძე­ნი­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი, რო­მე­ლიც არავინ იცის რამ­დე­ნი ხნის მოკ­რე­ფი­ლია, სა­სარ­გებ­ლო არ არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

 

- ეს მო­საზ­რე­ბა არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოა. ესა თუ ის ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი საკ­მაო გზას გა­ივ­ლის, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახლზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ხი­ლის მოკ­რე­ფის შემ­დეგ ის უთუ­ოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, ახანგრძლი­ვებს მის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას, მე­ო­რე მხრივ, კი უზ­რუნ­ველ­ყოფს ხი­ლის „მაც­დურ“, მა­დი­საღ­მძვრელ გა­რეგ­ნულ მხა­რეს. ეს კი უცი­ლობ­ლად აღ­ძრავს ადა­მი­ან­ში მისი შე­ძე­ნის და და­გე­მოვ­ნე­ბის სურ­ვილს. ვფიქ­რობ, აქ სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, ხილი თუ რამ­დე­ნად სასარ­გებ­ლოა, ზედ­მე­ტია.

 

 

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხილი ზო­გა­დად და არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტი, მოკრეფიდან გარ­კვე­­ლი დრო­ის გავ­ლის შემ­დეგ, კარ­გავს იმ აუ­ცი­ლე­ბელ ელე­მენ­ტებს, რაც ადა­მი­­ნის ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. ასეა?

- გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ვფიქ­რობ, ეს კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გის პრეროგატი­ვაა. თუმ­ცა, მსურს, აქვე აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს სა­კი­თხი იმის მსგავ­სია, რის შესახებაც ხში­რად და­ის­მის კი­თხვა - კარ­გავს თუ არა ხილი ან ბოსტნე­უ­ლი თა­ვის სასარგებლო თვი­სე­ბებს „გა­ყინ­ვის" ან თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის დროს? იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა წესი და­ცუ­ლია, ვგუ­ლის­ხმობ, ხი­ლის მოვ­ლას, სე­ზო­ნუ­რად ხი­ლის კრე­ფას, იმა­ვე „გა­ყინ­ვას“ ან თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას, იმ სა­ჭი­რო ელე­მენ­ტე­ბი­სა თუ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შენარჩუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა, რაც ესო­დენ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუშაობისათ­ვის.

- ზო­გა­დად, რო­მე­ლი ხი­ლის მი­ღე­ბა არ შეძ­ლე­ბა დიდი რა­­დე­ნო­ბით, თუ არის ასე­თი?

 

- ვფიქ­რობ, არც ერთი პრო­დუქ­ტის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. დიდი ოდე­ნო­ბით ხი­ლის მი­ღე­ბამ შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს გარ­კე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრივ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ამ­ძაფ­როს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა და გახ­დეს ჭარ­ბი კი­ლოგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი, კერ­ძოდ, თუ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თმევთ ყუ­რძენს, მსხალს, ხურ­მას, ბა­ნანს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ოდენო­ბით. ასე­ვე, ხში­რად ხი­ლის დიდი ოდე­ნო­ბით მირ­თმე­ვა შე­საძ­ლოა ალერ­გი­ის განვითა­რე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს. უმ­ჯო­ბე­სია, და­იც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა და და­ჯერ­დეთ მცი­რე ულუ­ფით ხი­ლის მი­ღე­ბას.

 

 

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ხილი?

 

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მეს გა­მორ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა. რად­გან სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსაუბრობთ, თი­თო­ე­ულ მათ­განს მოკ­ლედ შე­ვე­ხე­ბი. ასე, მა­გა­ლი­თად:

  • კივი- ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვის შემ­ცვე­ლო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზეა. შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს. მი­იჩ­ნე­ვა, რომ მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მირ­თმე­ვა ხელს უწყობს სის­ხლში ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის დო­ნის (ცხი­მის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი) დაქ­ვე­ი­თე­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, ამ­ცი­რებს გულსის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, ასე­ვე მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მირთმე­ვა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

 

  • ვაშ­ლიშე­ი­ცავს რკი­ნას, საკ­ვებ ბოჭ­კოს, მდი­და­რია ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბით. მახ­სენ­დე­ბა ინგლისუ­რი ან­და­ზა - დღე­ში ერთი ვაშ­ლის მირ­თმე­ვა ექიმ­თან მის­ვლას აგა­რი­დებს.

 

  • ხურ­მაშე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს, რკი­ნას, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას. მისი შე­მად­გენ­ლო­ბის გლუ­კო­ზა და ფრუქ­ტო­ზაა, შე­სა­ბა­მი­სად, ის საკ­მა­ოდ და­მა­ნაყ­რე­ბე­ლი, გემ­რი­ე­ლი, არომატუ­ლი და მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი ხი­ლია.

 

  • ფორ­თო­ხა­ლიმდი­და­რია ას­კორ­ბი­ნის და ფო­ლი­უ­მის მჟა­ვით, შე­ი­ცავს კა­ლი­უმს. ხელს უწყობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას, აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნი­სა და ტრიგლი­ცე­რი­დე­ბის დო­ნეს.

 

  • ბრო­წე­­ლიშე­ი­ცავს რკი­ნას, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას, სათ­რიმ­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბას, რაც ორგანიზმს იცავს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის­გან და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან. მისი მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვის, ვი­საც რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანემია აქვს.

 

  • მსხა­ლიუჯრე­დი­სით მდი­და­რი პრო­დუქ­ტია, ეს კი სა­სი­კე­თოდ მოქ­მე­დებს საჭ­მლის მომნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ზე, აძ­ლი­ე­რებს პე­რის­ტალ­ტი­კას და შე­სა­ბა­ბი­სად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყაბ­ზო­ბას. საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლია და შე­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით 100 კკალ.

 

  • გრე­იფ­რუ­ტიშე­ი­ცავს ფლა­ვო­ნო­ი­დებ­სა და ლი­კო­პინს, რაც ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას აძ­ლი­ე­რებს. ასე­ვე შე­ი­ცავს პექ­ტინს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას უწყობს ხელს, მდი­და­რია B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. 100 გრა­მი - 40 კკალ.

 

  • მან­და­რი­ნიშე­ი­ცავს PP, A, B, C, E ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს. ასე­ვე ფლა­ვო­ნო­ი­დებს, ეთერზეთებს. მდი­და­რია კა­ლი­უ­მით, კალ­ცი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით - ეს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის.

 

  • კომ­შიშე­ი­ცავს ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, მათ შო­რის ვაშ­ლი­სა და ლი­მო­ნის მჟა­ვას. ასე­ვე რკი­ნას, თუ­თი­ას, ფოს­ფორს, კალ­ცი­უმს, პექ­ტი­ნებს. მკვეთრ ყვი­თელ შეფერილო­ბას კომშს აძ­ლევს C, B, PP ვი­ტა­მი­ნე­ბი. მას აქვს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და ანტივირუ­სუ­ლი თვი­სე­ბე­ბი.

 

  • ფე­­ხოაშე­ი­ცავს იოდს, რკი­ნას, თუ­თი­ას, მაგ­ნი­უმს, ფოს­ფორს, კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს და სხვა. ასე­ვე B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს, ფო­ლი­უ­მი­სა და ვაშ­ლის მჟა­ვას, ამი­ნომ­ჟა­ვებს, პექ­ტინს, ეთე­რულ ზე­თებს, ტა­ნინს.

 

- ზო­გა­დად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა ოდე­ნო­ბის ულუ­ფად შე­იძ­ლე­ბა ხი­ლის მი­ღე­ბა?

 

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ მცი­რე 2-ჯერ, ხი­ლის მირ­თმე­ვა მცი­რე ულუ­ფით მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია (და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 გრა­მი 2-ჯერ დღე­ში). ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, თუ დღე­ში 5 სხვა­დას­ხვა სა­ხის ხილს მი­ირ­თმევთ.

 

- რად­გან ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იქ­ნებ იმა­ზეც ვი­სა­უბ­როთ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი სა­დილ­ზე და­ყო­ლე­ბა.

 

- რა თქმა უნდა, არა - ნუ და­ა­ყო­ლებთ ხილს სა­დილს, ან ვახ­შამს, არა­მედ დღის განმავლობაში გა­მო­ნა­ხეთ დრო, ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 და 17:00 და დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში მი­ირ­თვით თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ხილი (ცალ­კე ულუ­ფად).

- სა­ბო­ლო­ოდ, რომ შე­ვა­ჯა­მოთ, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­­ბი გაქვთ.

 

- ხი­ლის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მის შე­ფე­რი­ლო­ბას, არო­მატს, კონ­სის­ტენ­ცი­ას (უფრო მე­ტად ეხე­ბა ვაშლს, კი­ვის, ფორ­თო­ხალს, მან­და­რინს, გრე­იფ­რუტს), ხე­ლით მოსინჯეთ ესა თუ ის ხილი, ყო­ველ­თვის მი­ირ­თვით კარ­გად გა­რე­ცხი­ლი, სე­ზო­ნუ­რი ხილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი