logo_geo
ბახვა ბრეგვაძე: თოვლის ბაბუ! ძალიან გთხოვ, გადამიხადე „საქართველოს ბანკში“ კრედიტი
- +

3 იანვარი. 2017. 17:02


 



როგორც მსახიობი, ბახვა ბრეგვაძე ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში აღნიშნავს 2016 წელი მისთვის წარმატებული იყო. ამჟამად 4 ადგილზე მუშაობს, გადაიღეს 2 მხატვრულ ფილმში და კიდევ ელოდება ახალ როლს, დაიწყო ივენთების წაყვანაც და უახლოეს მომავალში ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანიც იქნება.


მისი თქმით, ახალი წლის შეხვედრას ყოველთვის სახლში ცდილობს, თუმცა 2015 წელს სირბილში შეხვდა.


როგორც მსახიობმა ინტერვიუში აღნიშნა, იმდენად სჯეროდა თოვლის ბაბუის, რომ წერილებსაც არ უწერდა, დარწმუნებული იყო თავად, თოვლის ბაბუა მიხვდებოდა რა სურდა მას.


„2015 წელი დგებოდა, თავისუფლებაზე საახალწლო ნაძვის ხესთან „ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე მსახიობი ვიყავით მიწვეულები. 12 საათი რომ სრულდებოდა, სახლისაკენ წამოვედი, ვირბინე, მაგრამ ვეღად მივუსწარი და ახალ წელს გზაში სირბილით შევხვდი.

 

 ბავშვობაში იმდენად მჯეროდა თოვლის ბაბუის, რომ საჩუქრების შესახებ არაფერს ვწერდი, მჯეროდა ის თავად მიხვდებოდა, ყველაზე მეტად რა გამახარებდა და საჩუქარად სწორედ სანატრელ ნივთს მომიტანდა. ის კი აღარ მხსოვს, როდის შევიტანე ეჭვი მის არსებობაში", - განაცხადა ბახვა ბრეგვაძემ.


ამ ეტაპზე მისი საახალწლო სურვილი ასეთია.


„თოვლის ბაბუ!

 

ძალიან გთხოვ, გადამიხადე „საქართველოს ბანკში" კრედიტი. თუ შეიძლება ჩემს სახლთან C კლასის „მერსედესი" მომიგორე... რამდენიმე საგზურიც კარგი იქნებოდა ნიუ-იორკში ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. თუ ამ ყველაფერს ვერ გასწვდები, Taschen-ის წიგნებს ვაგროვებ, ისინი მიყიდე და მომიტანე.

 

მიყვარხარ, მჯერა, გელოდები...


ბახვა", - წერს მსხიობი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი