logo_geo
გია ხუხაშვილი: „ნაციონალების“ რეჟიმთან დღევანდელი ხელისუფლების შედარება მართებულად არ მიმაჩნია
- +

13 ივნისი. 2018. 15:20

 

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში 10-11 ივნისს პარლამენტთან ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად ჩატარებული აქციები შეაფასა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, პოლიციამ იმოქმედა საკმაოდ ცივილიზებულად.

 

„ჩვენი საზოგადოება ყველაფერს დრამატულად აღიქვამს. ძალიან დრამატული მოვლენები გვაქვს გამოვლილი და, აქედან გამომდინარე, პოლიციის საკმაოდ ჩვეულებრივ მოქმედებებსაც მტკივნეულად ვიღებთ. ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ ტელევიზორს თუ ჩართავთ, ვნახავთ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში პოლიცია უფრო მძიმე ფორმებით შლის აქციებს.

 

საერთო ჯამში, „ნაციონალების“ რეჟიმთან დღევანდელი ხელისუფლების შედარება მართებულად არ მიმაჩნია.

 

ვიღაცეებმა 11 ივნისის ამბავი 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასაც კი შეადარეს. არადა, ყველას კარგად გვახსოვს ეს დღე. ასეულობით დაჩეხილი ადამიანი იყო მაშინ. გავიხსენოთ თუნდაც კობა დავითაშვილის ისტორია. ის გაიტაცეს, უმოწყალოდ სცემეს და მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააგდეს. კობა დავითაშვილი მაშინ პარლამენტის წევრი იყო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

აქვე, გია ხუხაშვილი საკრებულოს წევრის ირაკლი ნადირაძის დაკავებასაც გამოეხმაურა.

 

„საკრებულოს დეპუტატის დაკავების ამბავი განსაკუთრებული იყო. ის პოლიციელებს ხელებითა და ფეხებით ეკავათ, ის კიდევ წამოკოტრიალებული ლამის 15-წუთიან ინტერვიუს იძლეოდა. ძალიან კომიკური სცენა იყო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი