logo_geo
ლალი მოროშკინა: შესაძლოა, სააკაშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის დამნაშავე გახდეს!
- +

13 ივნისი. 2018. 15:33

 

 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართულ აქციებსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„სააკაშვილის გრძელმა ხელმა აქამდეც მოაღწია. როგორც ჩანს, გულზე მოხვდა პრემიერის სიტყვები - ათ მილიონ ტურისტს ველოდებითო და განკარგულება გასცა, ჩაშალონ ტურისტული სეზონი, გაამწარონ ათასობით ადამიანი, რომლებმაც სახლები „გესთჰაუზებად“ გადააკეთეს და ტურისტებს ელოდებიან, რათა ოჯახები არჩინონ!

 

გარდა ამისა, საქართველოში ჰააგის მოსამართლეები იმყოფებიან და შესაძლოა, დღე-დღეზე სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე აღმოჩნდეს. იმისათვის, რომ ეს ფაქტი გადაფარონ და ყურადღება გადაიტანონ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს მთავრობის დასადანაშაულებლად. კიდევ ერთხელ ვამბობ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. მათი ლიდერი შეიძლება საერთაშორისო მნიშვნელობის დამნაშავე გახდეს და ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდეს“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი