logo_geo
კობა არაბული: მოკლულ ბავშვებს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ ვადარებთ?! ეს რა ტიპის არამზადობაა?!
- +

13 ივნისი. 2018. 15:34

 

 

„საზოგადოება აღშფოთებულია: რა არის ის, რაც ხდება რუსთაველზე, შვილმოკლული მამა მძევლად რომ აიყვანეს და საკუთარი ბედისწერის უფსკრულში გადაჩეხეს? რა არის ეს? ოთხი ტელევიზიის წკავწკავის ფონზე სააკაშვილის ზონდერები და გლდანის ციხის ვამპირები მიტინგზე მოსულ აჭრილ საზოგადოებას პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალებისკენ რომ მოუწოდებენ? ან ვინმე კუპრავა უტიფრად რომ შეურაცხყოფს სამართალს, ხელისუფლებას და პარლამენტს...“ - ასე ეხმაურება მწერალი კობა არაბული ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ასავალ-დასავალთან“ საუბარში.

 

„საქმე იქამდე მივიდა, რომ სწორედ ზონდერების აგორებული „პარადით“ ლამობენ ქვეყნის დანგრევას. ამ ნაცისტ-ზონდერების მძევლად იქცა შვილმოკლული მამაც, რომელზეც ვერაფერს იტყვი, რაკი შვილი მოუკლეს!

 

მაგრამ მისი შვილი ხომ მისივე თანატოლმა ბავშვებმა მოკლეს; მოკლეს სადისტურად, დაუნდობლად! დიახ, ბავშვებმა ერთმანეთი მოკლეს, ისინი არ მოუკლავს ხელისუფლებას გირგვლიანების, რობაქიძეების, ვაზაგაშვილებისა და სხვა ასობით ახალგაზრდის მსგავსად, ქუჩებში რომ ხვრეტდნენ და მორგებში წამებით ხდიდნენ სულს და მერე მიცვალებულებზეც „მაროდიორობდნენ“!

 

ჩვენ კი გამოვდივართ და მოკლულ ბავშვებს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ ვადარებთ?! პარლამენტის სვეტებზე რომ ვაწერთ „არ მომკლა!“, ეს სადაური მორალი და რა ტიპის არამზადობაა?! - განაცხადა კობა არაბულმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი