logo_geo
დები ზარანდიების უკანასკნელი ფოტო და ემოციური მოგონებები დაღუპულ გოგონებზე
- +

13 ივნისი. 2018. 17:01

 

თბილისის სტიქიიდან სამი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მომხდარმა დამანგრეველმა სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა.

 

დაღუპულებს შორის იყვნენ დები - ინდირა და ლიზა ზარანდიები. გოგონების შესახებ facebook-ში ემოციურ პოსტს წერს მათი ბიძაშვილი თამთა ზარანდია:

 

Carpe diem… „დაიჭირე წამი“ პათეტიკურად ჟღერს, ვიცი. სამი წლის წინ ამ დღეს მეც ასე ვფიქრობდი. ყოველთვის გგონია, რომ ხვალინდელი დღე იქნება, მომავალ კვირას ნახავ მეგობრებს, შემდეგ თვეში დაგეგმავ ქალაქგარეთ გასვლას, მომავალ წელს მიაღწევ დასახულ მიზანს. 100 წლის მოხუციც იმედოვნებს, რომ ხვალინდელი დღე გაუთენდება, მოეფერება შვილიშვილებს და ჩაეხუტება შვილებს.

 

ინდირას სიცოცხლე უყვარდა, მასზე მეტად ვინმეს თუ უყვარს, არ ვიცი. ყოველ წამს ტკბებოდა სიცოცხლით, ყველაფერში პოზიტივს ხედავდა და სხვასაც უხვად უნაწილებდა. ზუსტად ვიცი, ლიზიმაც არ იცოდა, რომ მეორე დღეს ვერ ვნახავდი, და საერთოდ ვერასდროს ვნახავდი, და მაინც, ყოველი დამშვიდობებისას ისე მეხუტებოდა, როგორც ამ დღეს სამი წლის წინ.

 

დღეს დაურეკე საყვარელ ადამიანებს, დღეს მოიკითხე მეგობრები, არ დაგეზაროს სითბოს გაცემა და თუ ხვალ რომელიმე მათგანი გვერდით არ გეყოლა, გული არ დაგწყდეს, რომ ვერ მოასწარი, რომ ვერ უთხარი, რომ ვერ გამოიყენე ერთად ყოფნის დრო. დატკბი დღევანდელი დღით, რადგან ხვალ შეიძლება გვიან იყოს“, - წერს თამთა ზარანდია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი