logo_geo
ირინა ონაშვილი: ყველაფერი ერთად მჭირს...
- +

16 ივნისი. 2018. 00:15

 

 

ირინა ონაშვილი ორი უსაყვარლესი და ძალიან სიმპათიური ბიჭის დედაა. ის, შვილების გაზრდის პარალელურად, სწავლობს, მუშაობს და საოჯახო საქმეებშიც აქტიურად არის ჩართული.

 

„ყველაფერი ერთად მჭირს. ჩემი ძირითადი სამსახური არის ფარმაცევტული კომპანია – ფარმაკინეზისი, ასევე მაქვს ჩემი საქმე – პირადი ბიზნესები. ამ დატვირთული გრაფიკის შემდეგ კვირაში ორჯერ ლექციებზე დავდივარ – მაგისტრატურას ვამთავრებ და ერთი სული მაქვს, ეს დღე  როდის გათენდება. ერთი ბავშვი, მეორე და გამიგრძელდა მაგისტრატურაში სწავლა. ცოტა მორიდებით დავდივარ ხოლმე – ჩემს ჯგუფში ყველაზე ხანდაზმული მაგისტრანტი ვარ. მოკლედ, ძალიან რთული გრაფიკი მაქვს. ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, სადღაც აუცილებლად გადავიწვები-მეთქი, მაგრამ სად, არ ვიცი. ასეთი მომენტი მქონია, მაგრამ რეალობას არ ვუსწორებ თვალს, ვამბობ, რომ მოდუნების საშუალება არ მაქვს. ამ ეტაპზე ყველას ვჭირდები, ამიტომ ძალიან ვარ მობილიზებული. თან, ვერც ვიტყვი, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც არ მომწონს.  ბავშვობიდან ასეთ გარემოში ვიზრდები,  ძალიან აქტიური ვარ, ახლა რომ დამსვა და მხოლოდ ის საზრუნავი მქონდეს – გავისეირნო, გამოვისეირნო, შეიძლება, გავგიჟდე, ძალიან გამიჭირდება“, - განუცხადა ონაშვილმა ჟურნალ „თბილისელებს“. 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი