logo_geo
როგორ ატარებს თავისუფალ დროს ირაკლი სესიაშვილი და რატომ გადავიდა საცხოვრებლად აგარაკზე?
- +

16 ივნისი. 2018. 20:18

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი სამუშაო დღე ღამის 12 საათზე მთავრდება. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მის დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ოჯახის წევრები მიჩვეულები არიან.

 

„ამ სტილით უკვე დიდი ხანია ვცხოვრობ, ამიტომ ჩემი ოჯახი შეგუებულია. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ოჯახის წევრები მეკითხებიან, სახლში რატომ ვარ.

 

დასვენების დღეებში ვცდილობ, შინ ვიყო, მივხედო სახლის საქმეებს და ეზოში ჩემს ხეებსა და მცენარეებს მოვუარო. თუ გამიმართლა, სათევზაოდ ან სანადიროდ მივდივარ ბუნებაში გასეირნების მიზნით. ჩემთვის ბუნებასთან სიახლოვე ყველაზე სასიამოვნო განტვირთვაა.

 

მყავს მეუღლე და ორი ვაჟი - 21 წლის დავითი და 10 წლის ლაშა სესიაშვილები. მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები სწორად აღვზარდოთ.

 

მე და ჩემი ოჯახის წევრებსაც ქალაქგარეთ ცხოვრება გვირჩევნია, ვიდრე ქალაქის ცენტრში, შესაბამისად, ჩვენი კუთვნილი ბინა გავყიდეთ ქალაქის ცენტრში და გადავსახლდით თბილისის შემოსასვლელში, ქოშიგორაზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი