logo_geo
რისი თქმა ვერ მოასწრო გიო ხუციშვილმა და რა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა?!
- +

17 ივნისი. 2018. 23:22

გამთენიისას, მომღერალი და რეჟისორი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ამ ამბავმა უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. გიო ხუციშვილი მძიმე დაავადებას - სიმსივნეს ვერ მოერია და ვერაგ სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

 

რამდენიმე კვირის წინ, თბილისში მისი ვარსკვლავი გაიხსნა, რომლის ორგანიზებაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა გააკეთა.

 

რა გეგმები ჰქონდა და როგორ გრძნობდა თავს, გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო დღეებში, ამის შესახებ „რეიტინგს“ დათო ოქიტაშვილი ესაუბრა.

 

- გიოს იმედი ჰქონდა, რომ დაავადებას დაამარცხებდა, მაგრამ ვერ გაუმკლავდა. 8 ივნისს აპირებდა ისრაელში ისევ გამგზავრებას, მაგრამ 6-ში მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და სამწუხაროდ, გიომ დაგვტოვა. მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი, „დროებით, ჩემო მეგობარო“ - ასე ვემშვიდობები მას. 1 ივნისს პატრიარქს შეხვდა, ეს უწმიდნესის და გიოს ერთობლივი სურვილით მოხდა. გახარებული იყო, მითხრა პატრიარქი ორი საათი მესაუბრაო, ბედნიერი იყო ამის გამო.

 

როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ, მოხდა მისი ვარსკვლავის გახსნა, ახლა ამ კონცერტის სატელევიზიო ვერსიაზე ვმუშაობთ, მითხრა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ გავა ეთერში ჩემი ვარსკვლავის გახსნაო, მე კი ვუთხარი, როცა დაბრუნდები ისრაელიდან, მერე ვისაუბროთ-მეთქი, მაგრამ... გული მტკივა, ვნანობ, მას რაღაცის თქმა უნდოდა და ეს ვერ მოასწრო.

 

- ბატონო დავით, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გიო ხუციშვილს მკურნალობისთვის საჭირო თანხა - 400 000 დოლარი ბიძინა ივანიშვილმა დაუფინანსა, მართალია?

 

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბატონი ბიძინა და ეკა ყოველთვის მის გვერდით იყვნენ. გიოს ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, ბატონმა ბიძინამ გიოს უთხრა: მზად ვარ ნებისმიერ დროს, გვერდით დაგიდგეთო, გიომ მადლობა გადაუხადა და ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ადამიანს სიკეთისთვის მადლობა უნდა გადაუხადო და გიომ ეს გააკეთა, როცა ბატონმა ბიძინამ დახმარება შესთავაზა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი