logo_geo
უპასუხისმგებლო, მთვრალი მძღოლის კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი...
- +

18 ივნისი. 2018. 02:03

 

სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის მოწმენი გავხდით - იმ სრული განუკითხაობის, რომელიც ჩვენს გზებზე ხდება! 30 წლის თათა კერესელიძე, რამდენიმედღიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, გუშინ საღამოს გარდაიცვალა... გოგონა, რომელსაც დიდი გეგმები და დიდი მომავალი ჰქონდა და რომელიც ყველას უყვარდა...

 

მის შესახებ და ამ სამწუხარო ფაქტის დეტალები mshoblebi.ge-ს მეგობრებმა უამბეს:

 

- ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც თათას იცნობდა, ის არ ყვარებოდა... უამრავი გეგმა ჰქონდა - გერმანიაში სწავლობდა დოქტორანტურაში, იურისტი გახლდათ. ბოლო დროს მეღვინეობამ გაიტაცა და ამ საქმეშიც მთელი სერიოზულობით იყო ჩართული...

 

- ავარიის შესახებ რა იცით?

 

- საბერძნეთში იყო დასასვენებლად, ახალი ჩამოსული გახლდათ... მეგობართან ერთად იჯდა ტაქსიში, სახლისკენ მიემართებოდა. სანაპიროზე, უკვე სახლთან ახლოს, როცა ტაქსის მძღოლს ფულს უწვდიდა, საპირისპირო მხრიდან დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახა ტაქსის. მერე გაირკვა, რომ მანქანის მძღოლი მთვრალი იყო... 43 წლის ტაქსის მძღოლი, რომელსაც იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა, ადგილზე გარდაიცვალა... თათას მეგობარი გადარჩა, თათა კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა სასწრაფომ. ფილტვები დაუზიანდა სერიოზულად და ამ დღეების განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, დამარცხდა ამ ბრძოლაში... გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

 

- ალბათ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუ დაიჭირეს დამნაშავეები?

 

- როგორც ვიცი, დაკითხვაზე იყვნენ, თუმცა არ დაუჭერიათ. ამბობენ, რომ მუშები იყვნენ მანქანაში, სამუშაოდან ბრუნდებოდნენ, საკმაოდ ნასვამები...

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი