logo_geo
ლალი ბადურაშვილი: ხმას ნუ იღებენ „ნაციონალები“, ხელი არ შეუშალონ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ ამ ახალგაზრდას!
- +

18 ივნისი. 2018. 15:39

 

 

„მამუკა ბახტაძეს მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული. ამას გარდა, კარგად აღზრდილი ახალგაზრდაა და უყვარს თავისი ქვეყანა, უყვარს სოფელი“, - ასე შეაფასა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე.

 

„ვინც კი პრემიერ-მინისტრის სავარძელში მჯდარა, არავისგან მსმენია, რომ სოფელი და წინაპრების სახლი განსაკუთრებით უყვარს - მამუკა ბახტაძე ერთადერთია, ვინც ეს ხმამაღლა განაცხადა. თურმე, იმ სახლშია გაზრდილი, სადაც გენიალურმა რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ „იმერული ესკიზები“ გადაიღო. ყველას კარგად გვახსოვს ეს სახლი, 150 წლის წინათ ყოფილა აშენებული. ხელი არ შეუშალონ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ ამ ახალგაზრდას, ხმას ნუ იღებენ „ნაციონალები“, მაგ გონებაშეზღუდულებმა და გონებაჩლუნგებმა ქვეყანა უფსკრულის პირას რომ მიიყვანეს. ალბათ, გიორგი მარგველაშვილმა, როცა თავის წიგნში წერდა, ქართველებს გონებრივი სისუსტე და მსუბუქი დებილობის ფორმა აქვთო, სწორედ რომ „ნაციონალების“ მსგავსნი იგულისხმა, რადგან სახეზეა სექტა, რომლის წევრებიც და მიმდევრებიც მართლაც გონებრივი სისუსტითა და დებილობის ფორმით გამოირჩევიან. მამუკა ბახტაძეს ვუსურვებ წარმატებებს, გაემართლებინოს ყველა ქართველის იმედი“, - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი