logo_geo
გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში ვერ შედგება ამ ქვეყანაში!
- +

18 ივნისი. 2018. 18:10

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა for.ge-სთან ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ რევანში ვერ შედგება ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, არ არსებობს არც ამ ქვეყნისთვის და არც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელსაც გარკვეული მხარდაჭერა აქვს ფსევდოლიბერალური ძალებიდან, როგორც ჩრდილოეთით, ისე დასავლეთით. ეს არის სექტა, იმ ადამიანების ერთობა, ვინც წლების მანძილზე ძოვდა კეთილდღეობას ამ დამნაშავე ორგანიზაციასთან თანადგომაში“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

კითხვაზე, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა ხელისუფლებაში დაბრუნება, ხაინდრავამ უპასუხა, რომ მათი განცხადებები არასერიოზულია და საზოგადოებას „ნაციონალები“ ადვილად ვეღარ მოატყუებენ.

 

„რა მნიშვნელობა აქვს, რა არის მაგათი გეგმა, როდესაც სათავეში ყავლგასული მასხარა უდგათ?! თუ ვინმე უსმენს იმ ბოდვებს, რომელიც შიგადაშიგ გვესმის მათი პარტიული რუპორიდან, რომელსაც თვითონ ტელევიზიას ეძახიან, თუ ვინმე უსმენს იმ შიზოფრენიკის ბოდვას, მიხვდება, როგორი გეგმები აქვთ. ეს არ არის სერიოზული, უფრო მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ დღეებში დავრწმუნდით, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა, პოლიტიკური ავანტიურისტები ადვილად ვეღარ ატყუებენ, მიუხედავად იმისა, რომ თემა, რომელიც დღის წესრიგში დადგა, ძალიან მძიმეა. საქართველომ მძიმედ განიცადა ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ეს ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. თუმცა, საზოგადოებამ იგრძნო, სიცრუეს მიხვდა. სამწუხაროდ, ამ პროტესტს სათავეშივე ტყუილი დაუდეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი