logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: მიხეილ სააკაშვილო, გიფიქრია ამაზე?!
- +

18 ივნისი. 2018. 19:47

 

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ რუბრიკაში „კვირგვინოსნები“ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამის ჯამბულ გამცემლიძის facebook-პოსტს აქვეყნებს.

 

აღნიშნულ პოსტში გამცემლიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

 

მიხეილ სააკაშვილო: ექვსი წელი და სამი თვე გავიდა, რაც ჩემი გიო აღარ არის ამქვეყნად, ეს შენმა ტრიბუნიდან მუშტის ქნევამ და საიდუმლოდ გაცემულმა ბრძანებამ განაპირობა, მანამდეც და მის მერეც ვერ დაიოკე ჟინი და ერთმანეთის მიყოლებით აუვსე მიქელას „ბეღელი“ ახალგაზრდებით! გიფიქრია ამაზე? რომ მათაც ჰყავთ შვილები, ჩემს გიოს სამი შვილი დარჩა, პატარა ბიჭი შენი პატარა შვილის ტოლია, ჩემი საბა დღესაც ელოდება მამას, მობილური არ აქვსო, კითხულობს, რატომ არ რეკავსო.

 

მეც ასე შევხაროდი ჩემს შვილებს და ჩემი პატარა მოაკვლევინე, შე გარეწარო, შენს გაწვრთნილ „მონადირე“ პატრულს, გიფიქრია, რომ საბას მამა ენატრება და მე - შვილი? ჯერ ციხე გელოდება, მერე მიქელასთან კუპრი დუღს შენთვის და ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს!

 

ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს შენს სასამართლო პროცესზე, იქ ბევრი ჩემისთანა დედა და მამა მოვა, დაინახავ შვილმონატრებული და შენგან სიცოცხლეგამწარებული ადამიანის თვალებს“, - წერს გამცემლიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი