logo_geo
ანრი ბიბინეიშვილი: ქუჩაში მეძინა და ქუჩაში ჭამით გავიტანე ჩემი ცხოვრება
- +

19 ივნისი. 2018. 02:46

 

 

თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა ანრი ბიბილეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ მსახიობის ხელფასი 470 ლარი სირცხვილი და დამამცირებელია.

 

„ერთ კითხვას დავსვამ, მე თუ არ ვიმსახურებ არც მექნება, თაობები ისე წავიდა ჩემს პროფესიაში, რომ ისინი არ დაუფასებიათ, მე ვინ ვარ მათ ფონზე, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ 21-ე საუკუნის საქართველოში ეს ნორმალურია?! რომ ვიყო თუმანიშვილის თეატრის მსახიობი და მქონდეს „გაზრდილი“ ხელფასი 470 ლარი და მე ვიყო კმაყოფილი, ეს არ არის სირცხვილი?! ბათუმში მარტო იმიტომ გადმოვიხვეწე, რომ გზის ფული არ მქონდა რეპეტიციაზე მისასვლელი. აქედან დავდივარ სპექტაკლებზე თუმანიშვილის თეატრში. ქალბატონმა თამრიკო ჭოხონელიძემ იცის როგორ განვლე ჩემი სტუდენტობა. მისი შვილის მეგობარი ვარ, იცის ქუჩაში მეძინა, მისი შვილის კურსელს ვყავდი შეხიზნული სახლში. ქუჩაში ჭამით და ძილით გავიტანე ჩემი ცხოვრება“,  - განაცხადა ანრი ბიბინეიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი