logo_geo
გუბაზ სანიკიძე: მამუკა ბახტაძე ძალიან მაღალი კატეგორიის ადამიანია!
- +

19 ივნისი. 2018. 12:49

 

„მამუკა ბახტაძეს კარგად ვიცნობ და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ნიჭიერი და ნათელი გონების კაცია!“ - ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ისტორიკოსმა გუბაზ სანიკიძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

„მამუკა ბახტაძეს არამარტო კარგად ვიცნობ, არამედ ვიცი, რა შესაძლებლობებიც აქვს! დასამალი არაფერია - როცა პარლამენტში ვიყავი, პოლიტიკური მოლაპარაკება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მე მიმყავდა. მამუკა ბახტაძე საქართველოს მხრიდან რამდენჯერმე ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში და პროფესიონალიზმი გამოავლინა. სხვათაშორის, შეფასებისას ადამიანებისგან ძალიან მაღალ კრიტერიუმებს ვითხოვ და მინდა, გითხრათ, რომ მამუკა ბახტაძე სწორედ ძალიან მაღალი კატეგორიის ადამიანია!“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი