logo_geo
მურთაზ მამაგეიშვილი: ნაღდად არ ვარ ის კაცი, ნიკა გვარამიამ შემაშინოს!
- +

19 ივნისი. 2018. 15:36

 

11 ივნისს ინგოროყვას კლინიკას პოლიციის მიერ „ნაცემმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა მიაკითხა. სასურველი სამედიცინო დასკვნის დაწერაზე უარის მიღების შემდეგ, ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი პოლიტიკური შეხედულების გამო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. შედეგად, 45-წლიანი სტაჟის მქონე ექიმი ნინო კვიტაიშვილის უახლოესი მეგობრის ნიკა გვარამიას მუქარის ფონზე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა გოჩა ინგოროყვამ აზრის უკითხავად სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

როგორც მურთაზ მამაგეიშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა.

 

„როგორც ჩანს, გადაწყვეტილება პარტიის დონეზე იქნა მიღებული. რადგან ჩემი დასკვნა მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის, გადაწყვიტეს, საექიმო ეთიკის დარღვევაში დავედანაშაულებინე. იმავე დღეს ატყდა ერთი ამბავი მედიაში. მეორე დილას კი დამიბარა ხელმძღვანელობამ და მითხრა, რომ გათავისუფლებული ვიყავი სამსახურიდან. ალბათ, ბატონმა გოჩა ინგოროყვამ დაიჯერა, რომ ეთიკის ნორმები დავარღვიე და გამომიშვა. აბა, რა გითხრათ? ჩემი მხრიდან ძალიან უხერხულია კოლეგების საქციელზე საუბარი და მათი განსჯა. მესმის ბატონი გოჩასი, მოერიდა, ალბათ, ამხელა მანქანასთან დაპირისპირებას, რასაც „რუსთავი 2“ ჰქვია. საუბედუროდ, სამსახურიდან გათავისუფლება არ მაკმარეს და რეგულირების სააგენტოს გადასცეს ეს შემთხვევა განსახილველად.

 

გაოგნებული ვარ ასეთი სიბოროტითა და დაუნდობლობით. თურმე, ნიკა გვარამიას დაქალი ყოფილა კვიტაიშვილი და როგორც მითხრეს, მემუქრება. პოსტი მომიძღვნა სოციალურ ქსელში და აპირებს, სიცოცხლე გამიმწაროს. ნაღდად არ ვარ ის კაცი, ნიკა გვარამიამ შემაშინოს. მეც და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ახსოვს მისი ჩადენილი არაერთი სისაძაგლე. მამისტოლა კაცს ნაბიჭვარს მიწოდებს, თუმცა, გვარამიასგან რაღა უნდა გამიკვირდეს მას შემდეგ, რაც ქალბატონ მთვარისა ნავერიანს აგინა და ხელით შეეხო“, - განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი