logo_geo
მურთაზ მამაგეიშვილი: კვიტაიშვილი მარიონეტია იმ ბობოლა „ნაციონალების“ ხელში, ვისაც ქვეყანაში არეულობა აწყობს
- +

19 ივნისი. 2018. 16:35

 

11 ივნისს ინგოროყვას კლინიკას პოლიციის მიერ „ნაცემმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა მიაკითხა. სასურველი სამედიცინო დასკვნის დაწერაზე უარის მიღების შემდეგ, ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი პოლიტიკური შეხედულების გამო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. შედეგად, 45-წლიანი სტაჟის მქონე ექიმი ნინო კვიტაიშვილის უახლოესი მეგობრის ნიკა გვარამიას მუქარის ფონზე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა გოჩა ინგოროყვამ აზრის უკითხავად სამსახურიდან გაათავისუფლა. დღეისთვის მისი შემდგომი პასუხისმგებლობის საკითხს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

 

„გამწარებული ვარ. ჩემი 36 წლის შვილი ონკოლოგიური ავადმყოფია. საფრანგეთს შეაფარა თავი და იქ მკურნალობს. შვილებთან ერთად ცხოვრობს. 38 წლის მეუღლე მოულოდნელად გარდაეცვალა. ახლა ქიმიის კურსი უტარდება და მინდა, მის გვერდით ვიყო. ცოტა ხნით მასთან ვაპირებ ჩასვლას. მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, რომელშიც დღეს ჩემი ოჯახი იმყოფება, ბოლომდე დავიცავ სიმართლეს და არავის ვაპატიებ ჩემს შეურაცხყოფას!

 

რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ „ნაციონალებს“ საზოგადოების მიმართ, ძალიან კარგად გამოჩნდა დღესაც. ხომ შეიძლება, ადამიანს რაღაც აკმარო, ბოლომდე არ დაახრჩო! არა! უდანაშაულო კაცი ვარ და ბოლომდე უნდათ ჩემი განადგურება. სწორედ ასეთი დაუნდობლები არიან „ნაციონალები“. მაოხრებელი გზირის ამბავი ხომ იცით? ზუსტად ეს იგავი გამახსენდა, როდესაც „ნაციონალებმა“ ჩემი მსხვერპლად შეწირვა გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. 1989 წლიდან მოყოლებული ყველაფრის საქმის კურსში ვარ. ძალიან კარგად მახსოვს, რას აკეთებდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა გვარამია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. უბედურება რა არის, იცით? ერთ-ერთი ადამიანი მეც ვიყავი, ვისაც მთელი გულით გაუხარდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა. ვიყავი მონაწილე „ვარდების რევოლუციისა“, რასაც უკვე მრავალი წელია, მთელი გულით ვნანობ. კვიტაიშვილი დღეს მარიონეტია იმ ბობოლა „ნაციონალების“ ხელში, ვისაც ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა აწყობს“, - განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი