logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გვარამიას ადგილი „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის სავარძელში კი არა, ციხეშია!
- +

19 ივნისი. 2018. 18:28

 

31 მაისს პროკურატურასთან გამართულ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე მყოფ მთვარისა ნავერიანს.

 

მთვარისა ნავერიანმა აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ მთვარისა ნავერიანის ადვოკატობა საკუთარ თავზე, სრულიად უსასყიდლოდ აიღო. როგორც მჟავანაძემ, „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა.

 

„ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 126-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათით და თავისუფლების აღკვეთას 1 წლით!

 

თუმცა, გვარამიას მხოლოდ 126-ე მუხლით გასამართლებას არ ვაკმარებთ. მას ბრალი უნდა დაუმძიმდეს. უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში, სადაც მოვითხოვე მისთვის ბრალის დამძიმება 151-ე მუხლით (მუქარა) და 239-ე მუხლით (ხულიგნობა)! როგორც ვიდეოკადრებიდანაც ჩანს, გვარამია აშკარად ემუქრება მთვარისა ნავერიანს და, ამავდროულად, აშკარად ხულიგნობს, რადგან არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ძალადობითა და ძალადობის მუქარით!

 

ამდენად, აშკარაა, რომ გვარამიას ადგილი „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის სავარძელში კი არა, ციხეშია!“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი