logo_geo
უილიამ ბეროუზის ინტერვიუ ჯიმი პეიჯთან
- +

20 ივნისი. 2018. 01:50

 

1975 წლის ივნისში ამერიკელი მწერალი უილიამ ბეროუზი ლეგენდარული ჯგუფის „ლედ ზეპელინის“ კონცერტს დაესწრო. მან ჟურნალ „Crawdaddy“-ისთვის ჩაწერა ინტერვიუ როკბენდის დაამარსებელსა და გიტარისტთან, ჯიმი პეიჯთან. ბეროუზი სტატიის შესავალში წერს, რომ ეს არ არის სტანდარტული ინტერვიუ, ეს უფრო ორი მეგობრის საუბარს ჰგავს, რომლებიც ფინჯანი ყავის დასალევად შეხვდნენ ერთმანეთს.

 

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

 

უილიამ ბეროუზი: საოცრად ვისიამოვნე კონცერტით... ვფიქრობ, თქვენს მუსიკალურ კომპოზიციებს ბევრი საერთო აქვს აფრიკულ მუსიკასთან.

 

ჯიმი პეიჯი: კი, ნამდვილად.

 

უილიამ ბეროუზი: შეგნებულად იყენებთ მსგავს მოტივებს თქვენს მუსიკაში?

 

ჯიმი პეიჯი: დიახ, მაგალითად, "Kashmir"-ის დაკვრის დროს თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს ნამდვილად ამ ქალაქში ვიყოთ, არადა, ჯგუფის არცერთი წევრი არასდროს ყოფილა იქ. ჩვენ ძალიან მოგვწონს ასეთი მუსიკა. ჩემთვის ეთნიკური მელოდიები ძალიან საინტერესოა.

 

უილიამ ბეროუზი: მაროკოში ყოფილხარ?

 

ჯიმი პეიჯი: სამწუხაროდ, არა. მხოლოდ ინდოეთში, ბანგკოკსა და სხვაგან – უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამოგზაუროდ საინტერესო ბევრი ქვეყანა არ მინახავს. ვიცი მუსიკოსები, რომლებიც სულ მოგზაურობენ და ადგილობრივებთან ერთად ქმნიან მუსიკას.

 

უილიამ ბეროუზი: ჰო, მათი აზრით, მუსიკა ასეთი მაგიური ელემენტებისგან შედგება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი