logo_geo
მანანა ვაზაგაშვილი: იური ვაზაგაშვილი ქადაგიძე-ფირცხალავა-ცააძის დაჯგუფების მოკლულია!
- +

20 ივნისი. 2018. 11:20

 

 

„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილიც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების - ქადაგიძე-ფირცხალავა-ცააძის დაჯგუფების მოკლულია“, - ამის შესახებ გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„იური ვაზაგაშვილს ამათ გარდა სხვა მტერი არ ჰყოლია! იგი წლების განმავლობაში ირაკლი ქადაგიძის, ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძისა და მათი თანამზრახველების საბრალდებო სკამზე დასასმელად იბრძოდა და როცა ამ მიზნის მიღწევასთან ყველაზე ახლოს იყო, სწორედ მაშინ მოიშორეს. ყოფილი პოლიციელი სოსანაშვილიც, რომელიც იურის მკვლელობისთვის არის გასამართლებული, ქადაგიძე-ფირცხალავასთან დაახლოებული პირია და მათი წრის წევრია“, - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი