logo_geo
მალხაზ თოფურია: ეს ინფორმაციისთვის - რომ იცოდეს ელისო კილაძემ და ტყუილად აღარ იწვალოს!..
- +

20 ივნისი. 2018. 13:15

 

 

აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია, გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორ ელისო კილაძეს შანტაჟისტსა და გამომძალველს უწოდებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ფაბრიკაში“ სტუმრობისას ისაუბრა და გაიხსენა პერიოდი, როდესაც კილაძე მას „facebook“-ით დაუკავშირდა და მიანიშნა, რომ ინფორმაციის სანაცვლოდ თანხას გადაუხდიდა.

 

„ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელიც, პირდაპირი ვიტყვი, არასდროს არ მესიმპათიურებოდა, მწერს ჩატში, ბატონო მალხაზ, მე და შენ რომ ვიმეგობროთ, ჩვენ ბევრს მივაღწევთ. ვერ მივხვდი, რა იგულისხმა, ელისოსთან ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და საქეიფოდ ვერ წავიდოდი, რა უნდა ვიმეგობრო მასთან, შენახული მაქვს ეს მიმოწერა და როდესაც დაკითხვაზე ვიყავი, ვანახე, თუ როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

„შენ ბევრგან ყოფილხარ და ბევრი ინფორმაცია გექნებაო“, იქ ნათქვამი იყო, რომ ვიცი, გიჭირს და მინიშნება იყო, რომ ინფორმაციის სანაცვლოდ მე ფულს მივიღებდი. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ არასოდეს არ მიმუშავია „ჩიტად“ და არც ახლა ვაპირებ, მითუმეტეს ამ ქალთან არის დაკავშირებული ის „ჩიტები“, რომლებიც სკანდალურ კადრებს ავრცელებდნენ დ რატომღაც ციხეში არ სხედან.

ეს ჩემთვის დღემდე გამოცანაა, რატომ არ ზის ციხეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში ამტვირთავი ადამიანი,  შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელიც ქალბატონ ელისოს „ჩიტი“ ყოფილა, ორმეტრიანი კაცი ყოფილა „ჩიტი“. 

 

ამ ქალბატონის სტილია, რომ კონკრეტულ ჯგუფს შეუჩნდება, ვისაც ბევრი ფული აქვს, ლანძღავს „facebook“-ზე და უცებ წყდება ეს ლანძღვა და ცოტა ხანში შეიძლება კარგიც დაწეროს. ეს არის გამომძალველი შანტაჟისტი ქალბატონი, რატომღაც გადაწყვიტა, რომ კობა კობალაძეა მდიდარი, კობალაძის ქონება რომ აღვწერო, ის ცხოვრობს იმავე „ხრუშჩოვკაში“, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სახლში ორსართულიანი ლოგინი უდგას, რომ მისი 5 შვილი დაეტიოს. ეს ინფორმაციისთვის - რომ იცოდეს ელისო კილაძემ და ტყუილად აღარ იწვალოს“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი