logo_geo
საქართველოში ორსართულიანი მატარებლის შემოყვანა მამუკა ბახტაძის სახელს უკავშირდება
- +

20 ივნისი. 2018. 16:34

გაზეთი „პრაიმტაიმი“ პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის პოსტზე ყოფნის პერიოდზე წერს სტატიაში სათაურით - „მამუკა ბახტაძის მთავარი გზავნილები“.

 

„2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე მამუკა ბახტაძე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი.

 

რკინიგზაში მისი მისვლით რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი გაგრძელდა და ეს შეეხო მთლიან ინფრასტრუქტურას.

 

პირველად სარკინიგზო მაგისტრალზე 40 მლნ ევროს ღირებულების პროექტი განხორციელდა და ქვეყანაში ორსართულიანი მატარებელი შემოვიდა. ის 530-მდე მგზავრზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე მოწყობილობით. აქვს ევროპული სტანდარტის ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემა.

 

ეს არის პირველი მატარებელი, რომელიც სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე, კერძოდ, ახალ მატარებელში არის შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები და სველი წერტილები, ხოლო საპირფარეშოში – ჩვილ ბავშვთა მოვლისთვის საჭირო სპეციალური მაგიდა.

 

„Stadler“-ის მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

 

დიდი სკანდალი იყო 40 მილიონ ევროდ შეძენილი „შტადლერის“ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებულ არც ერთ გვირაბში არ ეტევა და კატასტროფა გარდაუვალიაო. კიდევ ერთხელ დიდ ლოგიკას მითების ავტორებს ნუ მოსთხოვთ... თუმცა, ამ მაგალითმა კიდევ ერთხელ უნდა დაგარწმუნოთ, რამდენად შორს არის მითები რეალობასთან...

 

მამუკა ბახტაძემ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციისთვის სოლიდური ფინანსები ევროფონდებიდან მოიზიდა. მოდერნიზაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. ეს იყო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი