logo_geo
გიორგი გიგაური: სააკაშვილს, როგორც იტყვიან, პირში „კუჭი აეშალა“!
- +

20 ივნისი. 2018. 18:29

 

 

„მიხეილ სააკაშვილი რომ არაადეკვატურია, ეს საქართველოში ბავშვმაც კი იცის, მაგრამ ის, რაც მან 12 ივნისს, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში დააბრეხვა, მისგანაც კი მოულოდნელი იყო! სააკაშვილს, როგორც იტყვიან, პირში „კუჭი აეშალა“!“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური სტატიაში წერს.

 

„მოკლედ, 12 ივნისს, „რუსთავი 2“-ელმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში სკაიპით ჩართო სადღაც ჰოლანდიის ტყეში მჯდარი მიხეილ სააკაშვილი და მას სამთავრობო ცვლილებებზე აზრის გამოთქმა შესთავაზა. ჰოდა, სააკაშვილმაც იმაზე საუბრით დაწყო, თუ როგორ წაასმევინეს შარდი სახეზე მარნეულის მერის მეცადინეობით, ვიღაც აზერბაიჯანელ „ნაცს“, რომელმაც თბილისში მიტინგზე ბიძინა ივანიშვილს აგინა:

 

„შარდი ამ კაცის სახეზე არის ნამდვილი, მართალი! და მე მინდა, ვთქვა, რომ ის, რაც ვნახეთ, ის, რომ საქართველო აქცია რაღაც სახის დანამატად, როგორც ჩეჩნეთი, ამას აკეთებს ზუსტად ერთი-ერთზე კადიროვი (ჩეჩნეთის ლიდერი), ეს არის მისი მეთოდები. ეს არის მეთოდები ურდოსი. რუსეთს მართავს ურდო და საქართველოშიც, სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევქმენით სახელმწიფო, გვიხდება ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენთანაც დამკვიდრდა ურდოს წესები“.

 

თითქოს ისეთი არაფერია, თუმცა ეს მხოლოდ წავარჯიშება იყო მეხთაცემის წინ:

 

„მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს ვერ გაარუსებენ და მითუმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ! რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა მარნეულში, ეს უკვე ჩეჩნობაა! შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა! ყველაფერს საზღვარი აქვს, მართლა!“

 

ამ შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე გიორგი გაბუნია, რომელიც ისე გაწაფულია მკრეხელობათა დაბრეხვებაში, სარგადაყლაპულივით იდგა სტუდიაში და მიმიკითაც კი ვერ გააპროტესტა სააკაშვილის წარმოუდგენელი ქსენოფობიური სისაძაგლე!

 

რა თქმა უნდა, სააკაშვილი უკიდეგანო იდიოტია! მან, რომელმაც პირდაპირ ეთერში აქო და ადიდა „სამართლიანობისთვის მებრძოლი“ შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე, იქვე, უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა მეორე შვილმოკლულ მამას - ჩეჩენ მალხაზ მაჩალიკაშვილს!

 

დიახ, სააკაშვილი იმდენად იდიოტია, რომ უბინძურესი შეურაცხყოფა მიაყენა მთელ პანკისის ხეობას, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, ასწლეულებია ქისტები (ჩეჩნები) ცხოვრობენ!

 

და ეს იდიოტი კვლავ ელის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმე დღის წინანდელი დაპირებისამებრ, მთელი პანკისის ხეობა შეუერთდება უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებს?!

 

თუმცა, ისედაც ჩაფლავებული „ნაცრევოლუცია“ და პოლიტიკა იქით იყოს! ნაცსექტა საქართველოში თეთრ ცხენზე ამხედრებულ ფიურერს ისევე ვერ იხილავს, როგორც ეს ფიურერი თავის ყურებს!

 

და მთავარიც: სააკაშვილს ლაფანყურში ჩეჩნების დახოცვა შერჩა, მაგრამ არ შეირგო და ისე უბინძურესად შეურაცხყო თავად რამზან კადიროვი, რომ მის ადგილას ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებდი!

 

ახლა, საინტერესო ის არის, რამზან კადიროვი როდის და ვის გაგზავნის გროზნოდან ამსტერდამში სააკაშვილის მოსაკითხავად! თუმცა, ჰოლანდიაშიც და მეზობელ ბელგიაშიც ისედაც საკმაოდ ბლომად ჩეჩენი „ბოევიკი“ ცხოვრობს.

 

ჰოდა, სულაც არ გამიკვირდება, ეს ჩვენი მიშა უახლოეს ხანში საკუთარი უნიტაზიდან ამსტერდამის ცაში აიჭრას და, როგორც ქართველ ერთან მიმართებაში თქვა, ექსკრემენტების სახით გადმოეფრქვიოს ცოლეურის ისედაც ნოყიერ შავ მიწას!“ - წერს გიგაური.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი