logo_geo
თამარ არღვლიანი: სევდია უგრეხელიძე, შე უნამუსო დედაკაცო, შვილი ან შვილიშვილი არ გყავს?!
- +

20 ივნისი. 2018. 18:29

 

 

რამდენიმე დღის წინ სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ჩხვირკიამ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადეს: - „დათო ცინდელიანის ცხედარი აღმოჩენილი არ არის და რა იცით, რომ მკვდარია, იქნებ ცოცხალია და ხვალ-ზეგ გამოჩნდესო?!“

 

აღნიშნულ განცხადებას მოკლული დათო ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა.

 

„სევდია უგრეხელიძე, შე უნამუსო დედაკაცო, შვილი ან შვილიშვილი არ გყავს? ჩემი უდანაშაულო შვილის ცხედარი თქვენმა ჯალათებმა ზღვის ცხოველებს შეაჭამეს, მისი საფლავიც არ მაქვს და დღეს მეუბნებით - იქნებ, დათო ცოცხალიაო? ისე იცოცხლონ სევდია უგრეხელიძემაც და მაგ ვიღაც ჩხვირკიამაც, როგორც დათო ცინდელიანია ცოცხალი“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი