რამდენიმე დღის წინ სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ჩხვირკიამ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადეს: - „დათო ცინდელიანის ცხედარი აღმოჩენილი არ არის და რა იცით, რომ მკვდარია, იქნებ ცოცხალია და ხვალ-ზეგ გამოჩნდესო?!“
აღნიშნულ განცხადებას მოკლული დათო ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა.
„სევდია უგრეხელიძე, შე უნამუსო დედაკაცო, შვილი ან შვილიშვილი არ გყავს? ჩემი უდანაშაულო შვილის ცხედარი თქვენმა ჯალათებმა ზღვის ცხოველებს შეაჭამეს, მისი საფლავიც არ მაქვს და დღეს მეუბნებით - იქნებ, დათო ცოცხალიაო? ისე იცოცხლონ სევდია უგრეხელიძემაც და მაგ ვიღაც ჩხვირკიამაც, როგორც დათო ცინდელიანია ცოცხალი“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.