logo_geo
„გამიღიმა ნაღვლიანმა, თითქოს თვალებით მადლობა გადამიხადა და წავიდა...“
- +

20 ივნისი. 2018. 23:48

რამდენიმე დღის წინ ყველ­ასათვის საყვ­არელ მომღერალსა და მსახიობს, გიო ხუციშვილს დავემშვიდობეთ.­ ის მძიმე სენს ებრძოდა­. გარდ­აცვალებამდე ათიოდე დღით ადრე ფილარმონიის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ დღეს შედგა მისი ბოლო პაემანი­ მსმენელთან, ამ დღეს 56 წლის გიო ხუციშვილი უკანასკნელად მოეფერა მათ.



ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: „როგორ უნდოდა სიცოცხლე, ვერ წარ­მოვ­ი­დ­გენდი, ასე ადრე თუ გამოგვაკ­ლდებოდა. მახსოვს, მითხრა: მაინც არ დავყრი ფარ-ხმალს, ბოლომდე ვიბრძოლებო. ყველას დაენანა - მთელ ქალაქს, საქართველოს... გიომ ყველას გული

მოგვიკლა“.

 

თემო გვალია, მსახიობი„თეატრალურში ერთად ვსწავ­ლობდით და ჩვენი მეგობრობა შემდგომშიც­ გაგრძელდა. ბოლოს ფილარმონიაში ვნახე, ვარსკვლავის გახსნაზე. თითქოს ამ დღეს დაემშვიდობა­ მთელ საქართველოს. უჭირდა, მაგრამ მაინც გვიმღერა. ვარსკვლავის გახსნის შემდეგ ჯოხით ხელში გამოიარა გახარებულმა და ნაღვლიანმა. როცა ჩემ წინ აღმოჩნდა,­ ­მინდოდა მოვხვეოდი. დამინახა, თვალი­ ჩამიკრა, 

- მაპატიეთ ჩემებმა, ვერც გესალმებით ნორმალურადო. მივხვდი, ძალიან­ ცუდად იყო... ხელზე მოვეფერე­ - შემოგე­ვლე, გიო, მაგარი კაცი ხარ, გმადლობ-მეთქი. ისევ გამიღიმა ნაღვლიანმა, თითქოს თვალებით მადლობა გადამიხადა და წავიდა...“

 


მაია ჯაბუა, მომღერალი„პირველი კლასიდან ერთად ვართ. ორივე ტანდაბალი და პუტკუნა­ ერთად­ დაგვსხეს პირველ მერხთან... კონცერტის წინ დამირეკა, იცი, რატომ მიხარია ვარსკვლავის გახსნა,­ ეს ჩემი კი არა, ჩვენი თაობის ვარსკვლავი­ იქნებაო. მერე დასძინა, ჩვენი­ თაობა გამორჩეული იყო ნიჭიერებით, სილაღით და­ ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ გვეტკინა, ყველაზე დიდი მსხვერპლი ჩვენმა თაობამ გაიღოო“. 


„კურსზე 15-ნი ვიყავით, გიო ყველაზე უმცროსი იყო, არადა, სწორედ ის გამოგვაკლდა პირველად“

პაატა ტაბაღუა, რეჟისორი: „ეს ფოტო პლეხანოვზე, ძველი კინოსტუდიის ეზოშია გადაღებული. კურსზე 15-ნი ვიყავით, გიო ყველაზე უმცროსი იყო, არადა, სწორედ ის გამოგვაკლდა პირველად. ამ ფოტოზე ჩაცუცქულები გიო, მე და ლევან ბზვანელი ვართ. კურსელები სულ ერთად ვიყავით, ხშირად ვსტუმრობდით გიოს. მისი ოჯახი კერა იყოს ქართული სულის, ქალაქური კოლორიტის, თავისი სიმღერით, ურთიერთობებით... იყო გუგუნი და ზეიმი. გიო სიმღერის გარეშე ვერ წარმოგვედგინა. სცენაზე გაცილებით გვიან აღმოჩნდა, თუმცა სამეგობროში სულ მღეროდა. განსაკუთრებული იუმორი ჰქონდა და ამასთან ძალიან არტისტული იყო. ჯერ კიდევ სტუდენტი მიშა ჭიაურელმა და გიორგი შენგელაიამ გადაიღეს ფილმში "სიყვარული ყველას უნდა". იმდენად ეფექტურად წამოიძახა: "ტაში პარიი", რომ ფილმის გამოსვლამდეც ინსტიტუტში მისი პერსონაჟის ფრაზებით ვლაპარაკობდით. ვარსკვლავის გახსნის დღეს ფილარმონიას ავუარე, ჩავუარე, მაგრამ ვერ მივედი, თავს ვერ მოვერიე..." 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი