logo_geo
მანანა ვაზაგაშვილი: ირაკლი ქადაგიძემ ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობა როგორ უნდა გამოიძიოს, როცა...
- +

21 ივნისი. 2018. 17:45

 

გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა.

 

„როცა შევიტყვე, რომ ირაკლი ქადაგიძე საპარლამენტო კომისიაში ექსპერტად მიიწვიეს, შოკში ჩავვარდი, რადგან იგი ჩემი ძმისშვილის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა სპეცოპერაციის დაგეგმვასა და გამოძიების გაყალბებაში. ჩემთვის წარმოუდგენელია, ქადაგიძემ ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობა როგორ უნდა გამოიძიოს, როცა მას და მის თანაგუნდელებს თვითონ ჰყავთ დახოცილი უდანაშაულო ახალგაზრდები?!

 

ქადაგიძე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დამგეგმავი იყო. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ, ყოფილმა პოლიციელმა ჩვენებაში პირდაპირ განაცხადა, როგორ დაიბარა იგი ქადაგიძემ და როგორ დაავალა, რომ ეთქვა, თითქოს, იმ მანქანიდან, რომელშიც ზურა ვაზაგაშვილი იჯდა, პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს და სპეცრაზმელებმა მხოლოდ ამის შემდეგ ატეხეს სროლა. ეს იყო სიცრუე, რადგან ხელახალი გამოძიებითა და ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ ზურა ვაზაგაშვილის მანქანიდან არანაირ გასროლას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, როცა სპეცოპერაცია ჩატარდა და ბიჭები ჩაცხრილეს, პირველი ბრიფინგი სწორედ ქადაგიძემ ჩაატარა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩემი ძმისშვილი და მისი მეგობრები საყაჩაღოდ მიდიოდნენ, რაც ასევე სრული სიცრუე იყო და ახალი გამოძიებით ესეც უტყუარად დადასტურდა.

 

მოკლედ, ყველანაირად იკვეთება ირაკლი ქადაგიძის ბინძური როლი იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც ზურა ვაზაგაშვილის სიცოცხლე შეეწირა და ჩემი ძმის იურის მკვლელობაც ამ საქმეს უკავშირდება“, - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი