logo_geo
ჯაბა ხუბუა: აი, სწორედ ამ ყველაფერს ემყარება ირაკლი ნადარეიშვილისადმი საზოგადოების ნდობა!
- +

26 ივნისი. 2018. 17:18

 

 

„სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი აქტიურად ახმიანებს იდეას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მოქმედი პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის დანიშვნის თაობაზე. მას ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებს მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი არმია“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ნადარეიშვილთან დაკავშირებით ნამდვილად უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან დღეს, როცა საქართველოში მთავარი პროკურატურის მიმართ ნდობა არცთუ ისე მაღალია, ცალკე აღებულმა ამ ერთმა კაცმა მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილის სიმპათია დაიმსახურა.

 

და მაინც, რას ეფუძნება ის ნდობა და მხარდაჭერა, რომლითაც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი არამარტო რიგით მოქალაქეებში, არამედ მართლმსაჯულების სფეროს სპეციალისტებში სარგებლობს?

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხი, რაც ირაკლი ნადარეიშვილის პროფესიულ და ადამიანურ ფენომენს ნათელ სხივად გასდევს, ის არის, რომ მან პროკურატურის სისტემა საკუთარი ნებით დატოვა სწორედ მაშინ, როცა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის აღვირახსნილობა და ადეიშვილის მიერ პოლიტიკური მართლმსაჯულების ფორმირება შეუქცევად ფაზაში შედიოდა.

 

2007 წლიდან 2013 წლამდე ირაკლი ნადარეიშვილი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და პროკურატურაში მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის დასრულებისა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაბრუნდა, დღეს კი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ანუ ნაცრეჟიმის მიერ რეპრესირებული, უკანონოდ დაპატიმრებული, ქვეყნიდან გაძევებული და ცხოვრებადანგრეული ადამიანების რეაბილიტაციისა და სამართლიანობის აღდგენისთვის იღვწის.

 

სწორედ ირაკლი ნადარეიშვილისა და მისი დეპარტამენტის საქმიანობას უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ უკანონოდ გასამართლებული 40 ადამიანის, მათ შორის, არაერთი ყოფილი პოლიტპატიმრის გამართლება. გარდა ამისა, ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი დეპარტამენტის წყალობით, ნაცრეჟიმის მიერ რეპრესირებულ მოქალაქეებს 50 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდათ.

 

გარდა ამისა, ირაკლი ნადარეიშვილი სახელმწიფო ბრალმდებლის რანგში უძღვებოდა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო და დათა ახალაიების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს და სწორედ მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ ყველა ამ საქმეზე ზემოხსენებულ ბრალდებულთა მიმართ სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენები დადგა.

 

აი, სწორედ ამ ყველაფერს ემყარება ირაკლი ნადარეიშვილისადმი საზოგადოების ნდობა და სურვილი, რომ მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დაიკავოს.

 

და მართლაც, თუკი რიგი მიზეზებისა და საკანონმდებლო კაზუისტიკის გამო კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის პოსტს ვერ ან არ დაიკავებს, მაშინ ეს თანამდებობა აუცილებლად უნდა ერგოს დღევანდელი პროკურატურის ყველაზე ნათელ წერტილს, პროფესიონალიზმით, წესიერებითა და ღირსებით შემკულ კაცს - ირაკლი ნადარეიშვილს, რომელმაც საქართველოს დაუძინებელი მტრები - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაიები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა!“ - წერს ხუბუა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი