logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: თეა წულუკიანის წინააღმდეგ მისი გონიერებისა და შემართების გამო გაერთიანდნენ
- +

26 ივნისი. 2018. 21:34

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ალექსანდრე ქანთარიას მიაჩნია, რომ თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ დარჩება თუ არა ის პოსტზე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია.

 

„მე და თეა წულუკიანი ძალიან დიდიხანია ერთად მოვდივართ და ის ყოველთვის გამოირჩეოდა სიმტკიცით, ჭკუითა და შემართებით ამიტომ ეს არის ძირითადი ის მიზეზი, რამაც მის გარშემო ამდენი განსხვავებული ჯგუფები შეკრიბა, თუმცა ვიცით, რომ არის ბევრი პრობლემები, მაგრამ თეა წულუკიანის მიმართ ასეთი პიროვნული იერიში სწორედ ამის გამოა. მასზე ყველაფრის გადაბრალება არ გამოვა. მან ბევრი რამ სცადა, თუმცა შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, პრემიერ-მინისტრი თვითონ განსაზღვრავს ვისთან მოახერხებს თანამშრომლობას". - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

big_banner
არქივი