logo_geo
რუსკა ქარქაშიძე: თოვლის ბაბუისთვის დაწერილი წერილები მამაჩემის მანქანის „ბარდაჩოკში“ ვიპოვე...
- +

5 იანვარი. 2017. 11:04



„ხელოვნური სუნთქვის" მსახიობი რუსკა ქარქაშიძე ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ხვდება. როგორც მან ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რაც გააჩნია ყველაფრით ბედნიერია. რუსკა ქარქაშიძემ 7 წლის ასაკში გააცნობიერა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, როდესაც გაგზავნილი წერილები მამამისის მანქანის „ბარდაჩოკში" იპოვა.


„ჩემს წარმოდგენაში ის ჩვეულებრივი სანტა კლაუსი იყო. საჩუქრები რომ მოჰქონდა, ისე ჩუმად გვიტოვებდა, ამ დროს მშობლებიც სახლში იყვნენ და ვერ ვიგებდით. როგორ ახერხებდა, მოსვლას და წასვლას ისე, რომ თვალი ერთხელაც ვერ მოვკარით, ძალიან გვიკვირდა. 7 წლის ვიყავი, როცა მივხვდი რაც ხდებოდა. წერილები, რომლებსაც თოვლის ბაბუას ვუგზავნიდი, მამაჩემის მანქანის „ბარდაჩოკში" ვიპოვე. მე, რა თქმა უნდა, მერჩივნა ისევ დამეჯერებინა მისი არსებობა და მშობლებისთვის ეს არ გამიმხელია", - განაცხადა რუსკა ქარქაშიძემ.


როგორც რუსკა ქარქაშიძემ აღნიშნა, ახლა საახალწლო სურვილებს ფურცელზე წერს და ნაძვის ხის წიწვებში არჭობს, მისი 2017 წლის წერილი სანტა კლაუსისთვის კი ასეთია.


„ბატონო სანტა კლაუსო!

 

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელი ჩემთვის ისედაც ბედნიერების მომტანი იყო და უამრავი კარგი რამ მოხდა, მაინც არის რაღაცები, რაც გამახარებდა. ამიტომ გადავწყვიტე ჟურნალ „გზის" სანტისთვის მიმეწერა. ვისურვებდი Iphone 7-ს Rose Gold-ს. ასევე არ ვიტყოდი უარს მინიაპარატურაზე სარეპეტიციოდ, რომელიც გამომადგება კონცერტებისთვის მზადებაში. მინდა, რომ 2017 წელი არა მხოლოდ ჩემთვის იყოს კარგი და სურვილების ამხდენი, მინდა ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სურვილიც ახდეს. მას უნდა Iphone 6 (ნაცრისფერი) და უამრავი „ალტერსოქსი", რადგან მას კოლექცია აქვს. მეც დავამატებ კიდევ კურა-კურას ტყლარწები. დიდი მადლობა წინასწარ.

 

შემკვეთი რუსკა ქარქაშიძე.

 

მიმღები სანტა კლაუსი", - წერს რუსკა ქარქაშიძე.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი