logo_geo
მზია ორველაშვილი: ახალი წლის ღამეს მეუღლეს დავშორდი…
- +

5 იანვარი. 2017. 11:46


 



უამრავი ადამიანი ცდილობს, ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებულად შეხვდეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც განწყობის მიუხედავად, ყველაფერი ისე მაინც არ ხდება როგორც საჭიროა.


მოცეკვავე, მზია ორველაშვილი ბოლო წლებია ახალ წელს „ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე ხვდება, მის განსაკუთრებულ ახალ წელზე ჟურნალი „გზა" მოგვითხრობს.


„ბოლო ორი ახალი წელი ყოველთვის „ცეკვავენ ვარკსვლავების" ფინალს ემთხვეოდა. პროექტი ზუსტად 12 საათზე ან ცოტა ადრე მთავრდებოდა და უცებვე ტაქსის ვიძახებდი, რომ შინ წავსულიყავი. ტაქსის მძღოლები, ვინც არ იცოდნენ, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვცეკვავდი, მეჩხუბებოდნენ: - რატომ გვაჩქარებთ? ცოტა ადრე გამოსულიყავით და მოასწრებდითო... 12 საათს წუთი რომ გადასცდებოდა, სახლში მეკვლედ შევდიოდი. სიმართლე გითხრათ, ბავშვობის მერე, ახალი წლის დღესასწაულს შინ არ შევხვედრივარ...

 

2 წლის წინანდელი ახალი წლის დღესასწაული ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო, მაგრამ არა კარგი გაგებით - არა: ზუსტად 31 დეკემბერს, 12 საათზე მეუღლეს დავშორდი... ვიცოდი, რომ ჩემს ქმარს უნდა შევხვედროდი და „ჩემებთან", სახლში ავსულიყავით, მაგრამ მან ახალი წლის დღესასწაული და „ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვება ასე მომილოცა - ერთმანეთს დავშორდით. ვღრიალებდი, ვტიროდი... დიახ, ერთ-ერთი ახალი წელი ასეთიც მქონდა. რას ვიზამთ, ცხოვრება მრავალფეროვანია... არ ვნანობ, რომ დავშორდი. ალბათ, ასე იყო საჭირო. მთლიანი წელი ცუდად წავიდა. არ მჯეროდა მოსაზრების, რომ თითქოს, - ახალი წლის დღესასწაულს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნებაო", - განაცხადა მზია ორველაშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი