logo_geo
ზალიკო სულაკაური: ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთში ვარდებს დაუფენენ...
- +

27 ივნისი. 2018. 21:05

 

დასავლეთში ცხოვრება და „ამერიკული ოცნების“ ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა. მიდიან ყველაზე ნიჭიერები, ლამაზები და ტოვებენ იმ ადგილებს, სადაც ფეხი აიდგეს, გაიზარდნენ. მიდიან და ხშირად უკან აღარ ბრუნდებიან! რა არის ეს? - უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი თუ გაქცევა არსებული რეალობიდან, ზოგჯერ უფრო მკაცრ და დაუნდობელ რეალობაში? - ამის შესახებ ჟურნალი „გზა“ მხატვარ ზალიკო სულაკაურს ესაუბრა:

 

„ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთში ვარდებს დაუფენენ, მაგრამ ასე არ არის. შეიძლება ახალგაზრდა ფიქრობს, წავალ და იქ უკეთესად ვიქნებიო, მაგრამ არაა გამორიცხული, ძალიან ნიჭიერი ადამიანი უცხო გარემოში სულ დაიკარგოს. რთულია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თავს უცხოდ გრძნობ. შეიძლება საბოლოოდ შეეგუო, მაგრამ ეს დიდი შრომისა და ჯაფის ფასად მოხდება. გასაგებია, რომ საქართველოდან უამრავი ადამიანი გაჭირვებამ წაიყვანა, მაგრამ იგივე შრომა და ენერგია შენს ქვეყანას რომ მოახმარო, აქაც იცხოვრებ. ის ენერგია, რასაც ემიგრანტები უცხო ქვეყანაში ხარჯავენ, აქ რომ დახარჯონ, ჩვენი ქვეყანა ბევრად უკეთესი და წელში გამართული იქნებოდა. რა გითხრათ, მე უკვე ნამდვილად ვიცი, რომ არსად წავალ, 1990-იან წლებში კი მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ვერ მოვახერხე და სადაც ვარ, იქ დავეტიე. რამდენჯერაც წავსულვარ, იმდენჯერ ძალიან მომნატრებია აქაურობა. რაც უნდა მოხდეს, მაინც აქ ყოფნა მირჩევნია და სად უნდა წავიდე?!“

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი