logo_geo
სიმონ ნოზაძე: გიორგი გახარია ძლიერი პიროვნებაა!
- +

28 ივნისი. 2018. 19:05

 

 

„გიორგი გახარია აშკარად ძლიერი პიროვნებაა. რაც მთავარია, ხალხმა მისი ირწმუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სიმონ ნოზაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„მიტინგზე ხალხი მაინც აგზნებულია, მიტინგს სხვა ფსიქოლოგია მართავს. მიტინგზე ბატონ გიორგი გახარიას გამოსვლა, მერწმუნეთ, ვაჟკაცობა იყო. მან იცოდა, რასაც აკეთებდა. გიორგი გახარია მიტინგზე შეგნებულად მივიდა და რა მიზანიც ჰქონდა, მიაღწია, ძლიერი პიროვნებაა. თანაც ყველაფერს კანონიერად აკეთებს. ხომ დაინახეთ, რამდენჯერ ელაპარაკნენ, პასუხს სთხოვდნენ, მან კი აუხსნა, კანონით ასეა და ასე გავაკეთეთო.

 

იგივე, კლუბებში შესვლა კანონიერი იყო. აღსაკვეთია ის უმსგავსობა, რაც ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლეს ემუქრება. ახალგაზრდები ერთმანეთის მიყოლებით იღუპებიან“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი