logo_geo
გიორგი ვოლსკი: ვერ გეტყვით, რა ლოგიკაა, რომ…
- +

28 ივნისი. 2018. 19:45

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, თითქოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ მთავარი პროკურორობისთვის ემზადება.

 

„ვერ გეტყვით, რა ლოგიკა არის, რომ ბარამიძე გადადგა იმისთვის, რომ ემზადება მთავარი პროკურორობისთვის. მისი გადადგომის დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ. რამდენადაც ვიცი, საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა თანამდებობიდან.

 

რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესს, მთავარი პროკურორის შერჩევას, არასამთავრობო სექტორი ამ პროცესს თავისებურად უყურებს. მე არ ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო რგოლები, მაგალითად, პარლამენტი ან იუსტიციის სამინისტრო, არ უნდა მონაწილეობდეს მთავარი პროკურორის შერჩევაში იმ მიზეზით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომელიმე თანამდებობის პირი არ მოსწონთ. სახელმწიფოს სტაბილურობა სჭირდება. ამ სტაბილურობას არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ. თუმცა, მათი შენიშვნები და მათი მოსაზრებები ყოველთვის გასათვალისწინებელი და საინტერესოა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი