logo_geo
თათული ედიშერაშვილი: სხვის გაჩენილ შვილებზე რომ ასეთ ამბავში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ, საკუთარ სახლში რას იზამდნენ?
- +

29 ივნისი. 2018. 01:18

 

 

ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ბინაში, ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ 6 თვის ტყუპ და-ძმაზე ძიძის ძალადობის მძიმე კადრები აღბეჭდა, რამაც მთელი ჩვენი საზოგადობა აღაშფოთა. მომხდარის თაობაზე მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ამ ოჯახში ძიძად 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, ბავშვებს სისტემატურად სცემდა. 47 წლის ქალს წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯა და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნულ საკითხზე „კვირის პალიტრას“ მსახიობი თათული ედიშერაშვილი ესაუბრა.

 

„ჩემი აზრით, რაიმე კანონი უნდა არსებობდეს და ძიძებმა ფსიქო წარადგინონ. მაგალითად, როგორც მძღოლებს მოგვეთხოვება ისე. ოღონდ, ამ საბუთის ნაცნობობით აღება არ უნდა ხდებოდეს. მე ვიტყოდი, რომ ფსიქო მასწავლებლებისთვისაც ძალიან საჭიროა სკოლაში. დიდი ბოდიში, ასეთი კატეგორიულობისთვის, მაგრამ მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, გარკვეულ ძალადობის ნიშნებს, შეურაცხყოფებს პედაგოგების მხრიდანაც ვაწყდებით. კანონით უნდა რეგულირდებოდეს, რომ ძიძად მუშაობის უფლება ყველას არ ეძლეოდეს, მისი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

 

ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და წლების განმავლობაში ერთი ძიძა გვყავდა, მისი მადლიერი ვიყავი ყოველთვის და ვთვლი, რომ გამიმართლა, როცა ის შემხვდა. როგორც წესი, ძიძა ვიღაცის რჩევით აგვყავს, გავიკითხავთ, ასე თუ ისე ვაკონტროლებთ. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მაგალითად მე, გამოვიძიებდი, თვითონ თუ ჰყავს შვილები? დიდი შანსია, რომ მათზეც ასე იძალადებდა. სხვის გაჩენილ შვილებზე რომ ასეთ ამბავში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ, საკუთარ სახლში რას იზამდნენ?“ - განაცხადა თათული ედიშერაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი