logo_geo
დავით ჭიჭინაძე: „შავ სიაში“ ბევრი გაუცნობიერებლად მოხვდა
- +

1 ივლისი. 2018. 00:44

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ბანკებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ე.წ. შავ სიაზე ისაუბრა.

 

„შავ სიაში“ ბევრი გაუცნობიერებლად მოხვდა. თავდებობის გამო არიან გახვეული შარში. არც ფული აუღიათ და არც ის იცოდნენ, რა ვალდებულებები ეკისრებოდათ თავდებობის შემთხვევაში. ბევრი კრიტერიუმი შეიძლება შეიცვალოს საკრედიტო ინფორმაციის შედგენისას და ბევრი ადამიანი შეიძლება ამოვიდეს ამ სიიდან და ეკონომიკისთვის ისევ ღირებული გახდეს. წლის ბოლოსთვის უნდა დარეგულირდეს ეს ყველაფერი. სულ გვესმის, რომ ბანკი სტაბილური უნდა იყოს. არადა, მივიღეთ რეალობა, როცა ბანკი სტაბილურია, ხალხი კი - გაყვლეფილი. ხალხს ფსიქიკა აქვს უკვე მოშლილი, რადგან წლიდან წლამდე სულ უფრო დიდ ვალებში ეფლობიან. 9 მილიარდ ლარამდე სამომხმარებლო სესხია ქვეყანაში გაცემული. ჯერ უნდა გავაჩეროთ ეს პროცესი და ამისკენ არის მიმართული მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება ფინანსური სექტორისთვის და მერე ვიფიქროთ, როგორ გამოვძვრეთ ამ ვითარებიდან“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი