logo_geo
აჰმედ ჩატაევი და თემირლან მაჩალიკაშვილი ნათესავები იყვნენ!
- +

2 ივლისი. 2018. 01:40

 

გადაცემა „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებული საგამოძიებო მასალების მიხედვით, აჰმედ ჩატაევს და თემირლან მაჩალიკაშვილს ნათესაური კავშირები ჰქონდათ.

 

როგორც გადაცემიდან ირკვევა, ჩატაევის მეორე ცოლი – აინა მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი ერთმანეთის ბიძაშვილის შვილები არიან. აინასა და თემირლანის დედების, მედიკო და სერო მარგოშვილების მამები კი ძმები იყვნენ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას „იმედის კვირასთან“ მაჩალიკაშვილის დედაც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ აინა მარგოშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.

 

ცნობისთვის, “იმედის კვირამ” იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი მოიპოვა, რომელიც აშშ-ში თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს.

 

მიმოწერაში თემირლან მაჩალიკაშვილი „სადგურის მოედანზე” თავის აფეთქების გეგმის თაობაზე უცნობ პირს სწერს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი