logo_geo
ილია II-ს წერილი რუსეთის პატრიარქს, 1993 წელი
- +

5 იანვარი. 2017. 17:56




2016 წლის 25 დეკემბერს ილია II-ს აღსაყდრებიდან 39 წელი შეუსრულდა. გაზეთმა „კვირის პალიტრამ" ილია II-ს რამდენიმე ექსკლუზიური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც შესულია წიგნში „ჩვენი პატრიარქი".


„მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, ალექსი II-ს


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ხალხის სახელით გულისტკივილით მოგმართავთ საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. უკანასკნელ დღეებში აფხაზეთში დაძაბულობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.


რუსეთის ფედერაციის არმია და ავიაცია აფხაზ სეპარატისტებთან ერთად ინტენსიურად ბომბავს ქალაქ სოხუმს, რის შედეგადაც მრავალი დაიღუპა და დაიჭრა მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ჩვენ დიდად ვწუხვართ, რომ მსგავსი აქციები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ საქართველოსა და რუსეთს შორის იმ კეთილ ურთიერთობებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.


გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი მოცემული კონფლიქტის მოსაგვარებლად.


ვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს მრავალტანჯული საქართველოსა და წმინდა ეკლესიისთვის.

 

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით

 

ილი II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 17 მარტი, 1993 წელი".




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი