logo_geo
ზაზა ხუციშვილი: რატომ უნდა ავუკრძალო საკუთარ თავს ნადირობა?
- +

5 იანვარი. 2017. 17:58


 

 

 

„ვინც ძალიან კარგად იცის ბუნება და კანონები, თავად არის ბუნების აქტიური დამცველი. საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად წახვალ პირველად სანადიროდ", - აღნიშნა ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში „ქართული ოცნების" წევრმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა. მისი ერთ-ერთი გატაცება ნადირობაა და ამ მხრივ მას, საკუთარი პრინციპული მიდგომები გააჩნია. 

 

„რატომ უნდა ავუკრძალო საკუთარ თავს ნადირობა? ვინმე თუ ფიქრობს, რადგან მონადირე ვარ, მონადირეების კორპუსი შეესევა საქართველოს ბუნებას და გაანადგურებს, ძალიან ცდება. პირიქით, მე მხოლოდ კანონის ფარგლებში ნადირობის მომხრე ვარ. ასე რომ, ამ მხრივ ძალიან აქტიური ვიქნები. ვინც ძალიან კარგად იცის ბუნება და კანონები, თავად არის ბუნების აქტიური დამცველი. საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად წახვალ პირველად სანადიროდ.

 

მე გამიმართლა, ათი წლის წინ, როცა ნადირობა დავიწყე, მოვხვდი ისეთი ადამიანების გარემოცვაში, ვინც ბუნების დამცველები იყვნენ. მერე ძალიან საფუძვლიანად შევისწავლე ეს საქმე, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. გადამწყვეტი იყო ძაღლის სიყვარული, ნადირობის დაგეგმვა და არა ის, მაინცდამაინც რამე გრანდიოზული მოინადირო. მე პრინციპულად არ ვნადირობ დათვზე, შველზე. გარდა იმისა, რომ წითელ ნუსხაშია შეტანილი და მასზე ნადირობა არ შეიძლება, მიდგომაც სხვა მაქვს. მე უფრო გარეულ ღორზე, ფრინველზე ვნადირობ და მხოლოდ და მხოლოდ, ნებადართულ ტერიტორიებზე", - ისაუბრა ზაზა ხუციშვილმა. 


 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი