logo_geo
„კრიმინალის პრინცესა“ - როგორ ცხოვრობს კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა
- +

4 ივლისი. 2018. 01:18

 

ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მხოლოდ ცნობილი ადამიანები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არ ხვდებიან. ამჯერად ჩვენი ყურადღება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილმა გვანცა ონიანმა მიიპყრო. გვანცა 25 წლის არის და მის შესახებ რუსული პრესა ხშირად წერს.

 

ჟურნალისტებმა მას „კრიმინალის პრინცესა“ უწოდეს. ტარიელ ონიანს ბიზნესმენის გატაცების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა მისი ქალიშვილი მდიდრულად ცხოვრობს და როგორც იტყვიან არაფერი აკლია.

 

ის ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს.

 

გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ ქვეყანას - საქართველოს. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულზე და სოჭში.

 

ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი 90-იან წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. სადაც მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, საფრანგეთიდან ონიანი ესპანეთში გადავიდა ოჯახთან ერთად.

 

2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეც-ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.

 

რუსული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა. ბი-ბი-სის ცნობით, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 45 ადამიანი დააკავეს.

 

სპეცოპერაცია ბარსელონაში მდებარე ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდნენ. ონიანის მეუღლე და უფროსი შვილი უშბა იმ დროს ესპანეთის ფარგლებს გარეთ იყვნენ.

 

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცავებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.

 

სამაგიეროდ, სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო.

 

სპეც-ოპერაციის შედეგად გვანცა დააკავეს, ონიანმა ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ხოლო 12 წლის გვანცა პოლიციამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. ბავშვი რამდენიმე დღეში, საქართველოს კონსულის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

ამის შემდეგ ტარილ ონიანი რუსეთში დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

 

ტარიელ ონიანის პატიმრობას ვადა ერთ წელიწადში გასდის. რუსული პრესა წერს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ ახალი ქურდული გარჩევები დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი