logo_geo
„აჟიოტაჟი ყრილობასთან დაკავშორებით ხმაურიანად კარების მოჯახუნების მცდელობას ჰგავს“
- +

5 იანვარი. 2017. 21:36


 

 

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პარტიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, პარტიის წევრთა ნაწილის პარტიიდან ხმაურიანი წასვლის მცდელობას ჰგავს.


მელიას განცხადებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას" წევრთა ნაწილი დატოვებს, შედეგის თვალსაზრისით პარტია არ დაზიანდება.


„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი ჯგუფი დიდი ხნით არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობაში " დარჩენას და ეს აჟიოტაჟი ყრილობის არალეგიტიმურობასთან დაკავშორებით ჰგავს მცდელობას, ხმაურიანად კარების მოჯახუნების. „ნაციონალურ მოძრაობას" ადრეც შემოერთებულა ბევრი წევრი და დაუტოვებია ბევრ ლიდერს, მაგრამ ეს პარტია ყოველთვის იყო მოწინავე რიგებში. დარწმუნებული ვარ „ნაციონალური მოძრაობა" შედეგის თვალსაზრისით აბსოლუტურად არ დაზიანდება, თუ კი ასეთ ნაბიჯს გადადგამს გუნდი, მე წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა ისინი გააგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 21 იანვარი იქნება დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა", როგორ არ უნდა განვითარდეს სცენარი, გაძლიერდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 



 

big_banner
არქივი