logo_geo
მაია ქურციკიძე: ქუჩაში ყოფნა ბავშვის არჩევანი არაა, ამიტომ ბავშვი რაც შეიძლება მალე უნდა მოწყდეს ქუჩას!
- +

5 ივლისი. 2018. 03:05

 

„ქუჩაში ყოფნა ბავშვის არჩევანი არ არის, ეს ცალსახად ბავშვის უფლებების დარღვევაა და ყველამ, უპირველესად კი სახელმწიფომ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ბავშვი რაც შეიძლება, მალე მოწყვიტოს ქუჩას“, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ბავშვი ქუჩაში იმას ნიშნავს, რომ ის გარემოებების მსხვერპლია. ბავშვის მიერ ქუჩაში გატარებული თითოეული საათი კი იმას ნიშნავს, რომ ის ქუჩაში უფრო მეტად კავდება და რაც დრო გადის, მისი ქუჩიდან გამოყვანა უფრო რთული იქნება.

 

თუ დღეს ქუჩას ერთი ბავშვი მოვწყვიტეთ, მაგრამ ხვალ ის სხვამ ჩაანაცვლა, ეს პრობლემას არ მოაგვარებს. შესაძლოა, ამან იმ ერთი ბავშვის პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ ეს ბავშვების ზოგად მდგომარეობას ვერ შეცვლის. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოში პრევენციის კარგად გამართული მექანიზმი არსებობდეს. აუცილებელია, სოციალური დაცვის ისეთი ეფექტიანი სისტემა იყოს, რომელიც იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებიც გარკვეულ სიღარიბეში არიან ან ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდიან და შესაძლოა, იყოს გარკვეული რისკი, რომ ბავშვი ქუჩაში გავიდეს და იმათხოვროს, რათა საკუთარი საარსებო წყარო მოიპოვოს და ოჯახს დაეხმაროს“, – განაცხადა ქურციკიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი