logo_geo
ნიკა რურუა: უგულავას მიერ გამოქვეყნებული წერილი იყო უდროო და არაჯანსაღი პროცესი დაიწყო...
- +

6 იანვარი. 2017. 00:25




„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს. რურუას განცხადებით,  პროცესები რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, პარტიას ასუსტებს, ხოლო ამ ყველაფრის საწყისი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებული ღია წერილია.


„გიგი უგულავასთვისაც მაქვს ეს შეთვლილი, რომ არ ვთვლიდი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს არც დროულად და არც საჭიროდ. არ ვეთანხმები მის შინაარსს და პათოსს. ეს იყო უდროო და ამან არაჯანსაღი პროცესი დაიწყო, რომელიც ამჟამად ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს. ეს წერილი ემსახურებოდა ერთ რამეს, პარტიისა და სააკაშვილის ერთმანეთთან დაშორებას. ამან გამოიწვია უკურეაქცია და ის პროცესები, რომელიც პარტიას არ აძლიერებს",- განაცხადა რურუამ. 


 

big_banner
არქივი