logo_geo
ინგა გრიგოლია: თუ „გამომძიებელი რეპორტიორი“ აღარ გავა ეთერში, ეს ყველამ უნდა გავაპროტესტოთ
- +

9 ივლისი. 2018. 22:37

 

 

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, ტელეკომპანია „იბერიის“ ერთში განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორი“ ეთერში აღარ გავა ყველამ უნდა გააპროტესტოს.

 

„თუ „გამომძიებელი რეპორტიორი“ აღარ გავა ეთერში, მართლა სერიოზული ჟურნალისტთა ჯგუფის ნამუშევარი, მერე ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოთ, იმიტომ რომ სანდოობის ხარისხი ამ ჯგუფის მიერ მომზადებულ გამოძიებას აქვს ძალიან მაღალი. შესაბამისად თუ ასეთი, რამ დადგება დღის წესრიგში მე ვიქნები ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამას გააპროტესტებს“ , - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

 

 

big_banner
არქივი