logo_geo
სად დაისვენებთ 500 ლარად ერთი კვირით - იაფი და ძვირიანი კურორტები საქართველოში
- +

10 ივლისი. 2018. 01:03

 

 

ზა­ფხუ­ლი ის პე­რი­ო­დია, როცა ყვე­ლა ცდი­ლობს, ცხოვ­რე­ბის დამ­ღლელ რიტმს გა­ექ­ცეს. ცხე­ლი სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად, სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა სა­კი­თხი - სად გა­ვა­ტა­როთ შვე­ბუ­ლე­ბის დღე­­ბი?

 

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა წელს, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ან­მა ერთი კვი­რით სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე კო­რურტზე 500 ლა­რად და­ის­ვე­ნოს.

 

რო­გორც ტურ-ოპე­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ია თა­ბა­გარ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ ფა­სად შე­საძ­ლე­ბე­ლია დას­ვე­ნე­ბა, თუმ­ცა, მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

 

ამ მხრივ კი არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ დი­დია, რო­გორც მთა­ში, ისე ზღვა­ზე. სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის ფასი დღე-ღა­მე­ში 20-50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს და ხში­რად, სა­უზ­მე­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

 

„500 ლა­რად ერთი კვი­რით დას­ვე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გორც სვა­ნეთ­ში, რა­ჭა­ში, ლე­ჩხუმ­ში, ისე შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, ოღონდ თუ სას­ტუმ­როს ზღვი­დან ცოტა მო­შო­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­­ზე მო­ძებ­ნით. ასე რომ, და­ახ­ლო­­ბით 500 ლა­რად ადა­მი­­ნი დას­ვე­ნე­ბას ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში - უთხრა AMBEBI.GE-ს თა­ბა­გარ­მა. მი­სი­ვე თქმით, წელს კუ­რორ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდა არ შე­იმ­ჩნე­ვა და შარ­შან­დე­ლის ანა­ლო­გი­უ­რია.

 

ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით სას­ტუმ­რო­ებ­ში ფა­სე­ბი არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა. უმე­ტეს ად­გი­ლებ­ში იგი­ვეა, რაც შარ­შან იყო. ახლა აჭა­რის სე­ზო­ნის ბუ­მია, რო­გორც წესი, სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში არის მა­ღა­ლი ფა­სე­ბი და მერე რე­გუ­ლირ­დე­ბა. თუმ­ცა, 500 ლა­რად ბა­თუმ­ში და კვა­რი­ათ­ში დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - იქ სას­ტუმ­რო­­ბი ძვი­რია. მაგ­რამ გო­ნი­ოს ზედა მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გა­მო­­ძებ­ნოს.

 

ამ ფას­ში, მა­გა­ლი­თად, გუ­და­ურ­ში და ბა­კუ­რი­ან­შიც ვერ მო­­ხერ­ხებთ დას­ვე­ნე­ბას, რად­გან იქაც აქ­ცენ­ტი მა­ღა­ლი დო­ნის და შე­სა­ბა­მის ძვი­რი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ზე კეთ­დე­ბა. ასე­ვეა კა­ხე­თი, იქაც დას­ვე­ნე­ბა ძვი­რია რად­გან სა­­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­­ბი არ არის. ხოლო 4 და 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რია“, - გვი­თხრა თა­ბა­გარ­მა. მი­სი­ვე თქმით, ერთი კვი­რით ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ლა­რია სა­ჭი­რო.

 

სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგ­ლე­ბით. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 12 ათას­ზე მეტი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგლია. არ­სე­ბობს სამ­კურ­ნა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის 2 400-ზე მეტი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ამას გარ­და, ქვე­ყა­ნა­ში 103 კუ­რორ­ტია. ამ­გვა­რად, რო­გორც უცხო­ელ, ასე­ვე ქარ­თველ დამ­სვე­ნე­ბელს დიდი არ­ჩე­ვა­ნი აქვს. საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია ფა­სე­ბის მხრი­ვაც.

 

მათ, ვი­საც აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა სურთ, შე­უძ­ლიათ შიდა ტუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ. არა­ერ­თი ტუ­რ-ო­პე­რა­ტო­რი მსურ­ველს რამ­დე­ნი­მე­დღი­ან ტუ­რებს სთა­ვა­ზობს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და გარ­თო­ბა. მა­გა­ლი­თად, სამდღი­ა­ნი ტუ­რე­ბი თუ­შეთ­სა და სვა­ნეთ­ში, სა­შუ­ა­ლოდ 150-250 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. მა­გა­ლი­თად, გო­მის მთა­ზე 2-დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა 60 ლარი და­გიჯ­დე­ბათ.

 

პრო­ექტ „აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­ქარ­თვე­ლოს“ შიდა ტუ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ნინო ჩიკ­ვი­ლა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა ერთი კვი­რით ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა, თუმ­ცა დამ­სვე­ნე­ბე­ლი თუ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­თი ისარ­გებ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით იმ­გზავ­რებს, მა­შინ თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში შეძ­ლებს ერთი კვი­რით 500 ლა­რად დას­ვე­ნე­ბას, შა­ტი­ლი­სა და თუ­შე­თის გარ­და.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ ერთ მომ­ხმა­რე­ბელს დას­ვე­ნე­ბა უნ­დო­და თუ­შეთ­ში და რო­გორც და­ვით­ვა­ლეთ 2-დღი­­ნი დას­ვე­ნე­ბა უჯ­დე­ბა 240 ლა­რამ­დე. ეს რომ დავ­თვა­ლოთ ერთ კვი­რა­ზე, გა­მო­ვა ათას ლარ­ზე მეტი. ასე რომ, ამით თუ ვიმ­სჯე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა იაფი არ ჯდე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როს მო­ძებ­ნა, მა­გა­ლი­თად ბორ­ჯომ­ში და რა­ჭა­ში, თუ, რა თქმა უნდა, ჩვე­­ლებ­რი­ვი სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრასნ­პორ­ტით გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

ზო­გა­დად სა­­ჯა­ხოს ტი­პის სას­ტუმ­რო­­ბის ფასი 20 ლა­რი­დან იწყე­ბა და რა თქმა უნდა, მას­ში კვე­ბა არ შე­დის. კვე­ბის შე­თხვე­ვა­ში ცალ­კე და­­მა­ტე­ბა და­ახ­ლო­­ბით ამ­დე­ნი­ვე თან­ხა. სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რეთ­ში დას­ვე­ნე­ბა იაფი ნამ­დვი­ლად არ ჯდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქო­ბუ­ლეთ­ში და ურეკ­ში და­ბალ ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­შიც კი, ერთი ღამე 150 ლა­რამ­დე ღირს და მას­ში კვე­ბა არ შე­დის.

500 ლა­რად ასე­ვე დას­ვე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გუ­რი­­ში, ბახ­მა­როს მთა­ზე. მანდ არის კო­ტე­ჯის ტი­პის სას­ტუმ­რო­­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ძვი­რად არ აქი­რა­ვე­ბენ. ასე­ვე პან­კის­შიც შე­იძ­ლე­ბა დას­ვე­ნე­ბა. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სა­­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით დას­ვე­ნე­ბა, ია­ფად თით­ქმის ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა", - უთხრა AMBEBI.GE-ს ნინო ჩიგ­ვი­ლა­ძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი